ნინო კირთაძე
ნინო კირთაძე (დ. 1 ივნისი, 1968) — ქართველი მსახიობი ქალი. მიღებული აქვს მონაწილეობა ხუთ მხატვრულ ფილმში. თანამშრომლობდა რეჟისორ ნანა ჯორჯაძესთან.
ნინო კირთაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1 ივნისი, 1968 თბილისი, საქართველოს სსრ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1983-2008 |
ბიოგრაფია რედაქტირება
1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და გახდა ამავე უნივერსიტეტის პედაგოგი. 1986–1992 წლებში იყო ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. თანამშრომლობდა ლიტერატურულ და აკადემიურ ჟურნალებთან. 1992–1996 წლებში Agense France presse-სა და APAssociated Press -ის კორესპონდენტი კავკასიაში. 1992–1994 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის კონსულტანტი. 1997 წლიდან დასახლდა საფრანგეთში. 2005 წლიდან ევროპული აკადემიის წევრი.
ფილმოგრაფია რედაქტირება
- 1983: წიგნი ფიცისა რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, ამირან დარსაველიძე
- 1986: თოვლის ბაბუა (ფიფქია) რეჟ. მიხეილ ანთაძე
- 1993: დღე (მარკიზ მონტროზი) რეჟ. ლევან ღლონტი
- 1996: შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი (ცეცილია აბაშიძე) რეჟ. ნანა ჯორჯაძე
- 2008: მეტეოიდიოტი (ლედი) რეჟ. ნანა ჯორჯაძე
ფილმების დამდგმელი რეჟისორი რედაქტირება
- 2000-2001: „ედუარდ შევარდნაძის სამი სიცოცხლე“
- „ჩეჩნური იავნანა“
- 2003: „უთხარი ჩემს მეგობრებს, რომ მკვდარი ვარ“
- „სტალინი სტალინის შესახებ“
- 2003: „სტალინი — ღვთაების დასაფლავება“
- 2005: „მილსადენის მეზობლები“
- 2005: „Lettre Py“
- „ქართული ნაციონალური ბალეტი“
ჯილდოები, პრემიები და პრიზები რედაქტირება
- 2002: ადოლფ გრიმეს ოქროს პრიზი (ბერლინი)
- 2002: რუდოლფ ვირბას პრიზი (პრაღა)
- 2003: ოქროს I პრიზი (ბიარაცი, საფრანგეთი)
- ლუის მარკორელის პრიზი (პარიზი)
- 2003: საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი ჯილდო
- 2005: გრან პრი Visions du Reel (ნიონი, შვეიცარია)
- 2005:Templton Foundation - მთავარი ჯილდო (შვეიცარია)
- 2005: ევროპული ოსკარი წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმისათვის