ამირან დარსაველიძე
ამირან შალვას ძე დარსაველიძე (დ. 29 დეკემბერი, 1932, ქუთაისი — გ. 29 დეკემბერი, 2005) — ქართველი კინორეჟისორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1983).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი (1957). მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რეჟისორის ასისტენტად. მეორე რეჟისორად იმუშავა ფილმებზე: „წუთისოფელი“ (1971), „თეთრი ქვები“ (1972), „მზე შემოდგომისა“ (1973) და სხვ. რევაზ გაბრიაძესთან ერთად დამდგმელ რეჟისორად მუშაობდა ფილმებზე: „კავკასიური რომანსი“ (1975), „ლიმონის ტორტი“, „მწვერვალთა დამპყრობნი“ (ორივე 1977). დამოუკიდებლად გადაიღო სატელევიზიო მხატვრული ფილმები: „სათადარიგო ბორბალი“ (1978), „ყვითელი ჩიტი“ (1983) და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- გვენცაძე ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 328.