მიხეილ ანთაძე

ქართველი მწერალი და მთარგმნელი

მიხეილ ანთაძე (დ. 10 ივლისი, 1956, თბილისი, საქართველო) — ქართველი მწერალი და რეჟისორი.

მიხეილ ანთაძე
დაბადების თარიღი 10 ივლისი, 1956(1956-07-10)[1] (68 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
საქმიანობა მთარგმნელი და კინორეჟისორი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Magnum opus სიცილია გვალვაში და კომენდანტის საათი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1956 წლის 10 ივლისს ქალაქ თბილისში.

1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1987 წელს კი თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი.

1975 წელს პირველი ნაწარმოებები გამოაქვეყნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალმანახ „პირველ სხივში“.

მიხეილ ანთაძე არის ავტორი სასწავლო მეთოდისა „თეატრალიზებული სწავლა/სწავლება“.

დადგმული აქვს 40-მდე ზღაპარ-სპექტაკლი, მათ შორის: „ნაცარქექია“, „ორი ცრუპენტელა“, „ტელეფონი“, „კონკია“, „ფიფქია“, „კომბლე“, „თოვლის ბაბუას არჩევნები“, „ჰარი პოტერი და მისი მეგობრები“, „ზღაპარი მუსიკის შესახებ“ და სხვა.

1990 წლიდან არის მწერალთა კავშირის წევრი.

გამოცდილება

რედაქტირება
  • 1979 სახკინოს რედაქტორი
  • 1986 წლიდან კ/ს "ქართული ფილმის" რეჟისორი
  • 1991 კინოკომპანია „შემოქმედის“ გენერალური დირექტორი
  • 1995 „ზღაპრის თეატრის“ ხელმძღვანელი
  • 2002 „ზღაპრის ჟურნალისა“ და „ზღაპრის გაზეთის" გამომცემელი და რედაქტორი
  • 2004 განათლების სამინისტროს ბავშვთა ესთეტიკური ცენტრის დირექტორი
  • 2007 ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრის მმართველი რეჟისორი
  • სიცილია გვალვაში[2], მიხეილ ანთაძის გამომცემლობა, 2014
  • საიდუმლოებით მოცული უ.შ და სინქრონისტულობის პრინციპი, თბ. გამომცემლობა ტრიასი, 2012, ISBN 978-9941-9249-0-3
  • ფარანი ბნელში (ნოველები), თბ. საარი, 2011, ISBN 978-9941-427-107
  • ოქროს ტახტი (მოთხრობა ქართ. და რუს. ენაზე), თბ., 2011, ISBN 978-9941-0-3522-7
  • სტრატეგია (რომანი), თბ. პეგასი, 2010, ISBN 978-9941-9179-5-0
  • გვირილა ქარში (ლექსები), თბ., ენა და კულტურა, 2006, ISBN 99940-23-17-9
  • მთვარე ფინჯანში (მინიატურები), თბ., ენა და კულტურა, 2006, ISBN 99940-23-40-3
  • დუეტი, თბილისი, ენა და კულტურა, 2005, ISBN 99940-23-39-X
  • ცოფი (მოთხრობები), თბ., მერანი, 1996; მეორე გამოცემა, ბაურ სულაკაურის გამომცემლობა, 2005, ISBN 99940-30-52-3
  • კომენდანტის საათი, თბ., საქინფორმკინო, 1991
  • უსიამო ვნებები (მოთხრობები), თბ. მერანი, 1988
  • პურის მარცვალი (მოთხრობა), თბ., მერანი, 1984

თარგმანები

რედაქტირება
  • 3-1, 1983
  • მეჯლისი გაყიდულ სახლში, 1986
  • მთვარის გლობუსი, 1987
  • ფაქტები რეჟისორის ცხოვრებიდან, 1988
  • 30 სანტიმეტრი ზღვის დონიდან, 1989
  • ოქროს ობობა, 1992

პრემიები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება