რამაზ ჩხიკვაძე

ქართველი მსახიობი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩხიკვაძე.

რამაზ გრიგოლის ძე ჩხიკვაძე (დ. 28 თებერვალი, 1928, თბილისი — გ. 17 ოქტომბერი, 2011, იქვე) — ქართველი მსახიობი. სსრკ-ის სახალხო არტისტი (1980), საქართველოს სსრ-ის დამსახურებული (1961) და სახალხო (1972), სსრკ სახელმწიფო და შოთა რუსთაველის პრემიების ლაურეატი, სოციალისტური შრომის გმირი (1988), საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი (1998).

რამაზ ჩხიკვაძე
დაბადების სახელი რამაზ ჩხიკვაძე
დაბადების თარიღი 28 თებერვალი, 1928
თბილისი, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 17 ოქტომბერი, 2011 (83 წლის)
თბილისი, საქართველო
დაკრძალულია დიდუბის პანთეონი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თეატრალური ინსტიტუტი
საქმიანობა მსახიობი
მშობლები მამა: გრიგოლ ჩხიკვაძე
დედა: ელენე გაჩეჩილაძე
ჯილდოები სსრკ-ის სახელმწიფო პრემია სსრკ-ის სახალხო არტისტი სოციალისტური შრომის გმირი
საქართველოს ღირსების ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ცნობილი მუსიკათმცოდნის გრიგოლ ჩხიკვაძის და მომღერალ ელენე გაჩეჩილაძის ოჯახში.[1] 1951 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (მიხეილ თუმანიშვილის მოწაფე). ამავე წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. ჩხიკვაძის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია მკაფიო ინდივიდუალობა, თვითმყოფობა, დიდი შემოქმედებითი ფანტაზია, იმპროვიზაციისა და გარდასახვის ოსტატობა.

როლები: ლეანდრო (ჯ. ფლეჩერის „ესპანელი მღვდელი“), ვეფხია გაბიდაური (კ. ბუაჩიძის „ამბავი სიყვარულისა“), ქოსა მრჩეველი (გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“), მაქჰითი (ბ. ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა“), თედო (მ ელიოზიშვილის „ბებერი მეზურნეები“), ფადინარი (ე. ლაბიშის „ჩალის ქუდი“), აკოფა (ა. ცაგარელის „ხანუმა“), კირილე მიმინოშვილი (დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“), შოშია (ნ. დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა“) და სხვა. ახალი ეტაპია ჩხიკვაძის შემოქმედებაში რეჟისორ რ. სტურუას დადგმებში მონაწილეობა (ყვარყვარე, პ. კაკაბაძის „ყვარყვარე“, აზდაკი, ბ. ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ მესამე“, შექსპირის „რიჩარდ მესამე“, მოხუცი რეჟისორი რ. სტურუას, ლ. ფოფხაძისა და ა. ვარსიმაშვილის „ვარიაციები თანამედროვე თემაზე“ და სხვა). რამაზ ჩხიკვაძის ბოლო როლი შედგა ა. სტრინდბერგის „სიკვდილის როკვაში“ (რეჟისორი: ავთო ვარსიმაშვილი) ამ სპექტაკლით გაიხსნა თბილისში ახალი თეატრი „თეატრალური სარდაფი“. ამ წარმოდგენებში მხატვრულ ხერხად გამოყენებულია ყოფითისა და პათეტიკის, რეალურისა და პირობითის დაპირისპირება, მოვლენების მოულოდნელი პერიფრაზირება, მეტაფორული აზროვნება, რასაც მსახიობი აღწერს განსჯისა (ფსიქოლოგიური განცდის საპირისპიროდ) და სრულყოფილი აქტიორული ხელოვნების მეშვეობით. ჩხიკვაძე გარდასახვასთან ერთად სცენაზე გვიჩვენებს თავის დამოკიდებულებას გმირისადმი. ჟესტიკულაციით, პოზითა და მეტყველების მანერით იგი ზუსტ ასოციაციურ მინიშნებას აღწევს. ამ როლებმა ჩხიკვაძეს მსოფლიო აღიარება მოუპოვა.

გადაღებულია კინოფილმებში: „ლონდრე“ (დიამბეგი, 1963), „ჩირიკი და ჩიკიტელა“ (გიტარა-მაიორი, 1975), „ნატვრის ხე“ (მღვდელი, 1977), „ნერგები“ (ლუკა, 1974, მოსკოვის VIII საერთაშორისო კინოფესტივალზე მიენიჭა პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის) და სხვა. სსრკ სახელმწიფო (1979), რუსთაველის (1980) და მარჯანიშვილის (1975) პრემიების ლაურეატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.

გარდაიცვალა 2011 წლის 17 ოქტომბერს თბილისში, 83 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ.[2] დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მეუღლის, ნატაშა ჩხიკვაძის, გვერდით.[3] თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

ნათამაშები როლები

რედაქტირება

რუსთაველის თეატრი

რედაქტირება

თეატრალური სარდაფი

რედაქტირება

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „ქართველი აზდაკი — რამაზ ჩხიკვაძე. Sputnik-Georgia.com (28 თებერვალი, 2017). ციტირების თარიღი: 22 სექტემბერი, 2019.
  2. 83 წლის ასაკში რამაზ ჩხიკვაძე გარდაიცვალა. ახალი ამბების სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენი“ (18 ოქტომბერი, 2011). ციტირების თარიღი: 22 სექტემბერი, 2019.
  3. რამაზ ჩხიკვაძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. ახალი ამბების სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენი“ (22 ოქტომბერი, 2011). ციტირების თარიღი: 22 სექტემბერი, 2019.