მამუკა კიკალეიშვილი
მამუკა კიკალეიშვილი (დ. 10 აგვისტო, 1960, თბილისი — გ. 3 მაისი, 2000, მოსკოვი) — ქართველი მსახიობი.
მამუკა კიკალეიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
10 აგვისტო, 1960 თბილისი, საქართველოს სსრ |
გარდაცვალების თარიღი |
3 მაისი, 2000 (39 წლის) მოსკოვი, რუსეთი |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | რუსეთი, საქართველო |
განათლება | შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მსახიობი, რეჟისორი |
აქტიური | 1981-2000 |
შვილ(ებ)ი | ანდრია კიკალეიშვილი |
1981 დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1984 წლამდე მუშაობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში და მოსკოვში, საქართველოს საელჩოში. 1984 წლიდან ქართული ფილმის კინოფილმებში მონაწილეობდა.
1988 წელს ბულგარეთში, გაბროვოში გამართულ საერთაშორისო ფესტივლზე მიღებული აქვს პრემია კომედიური როლისათვის.
1994 წელს შედგა დებიუტი რეჟისორის სახით, ლევონ უზუნიანთან ერთად დადგმული „ზნედაცემული ანგელოზი“.
უკანასკნელ წლებში მუშაობდა რუსეთში საქართველოს საელჩოს ატაშედ, კულტურის განხრით. აპირებდა საკუთარი სატელევიზიო შოუს, „მამუკასთან“, შექმნას (იდეა ჯერ კიდევ ვლად ლისტიევის პერიოდში დაიბადა), გადაღებული იქნა რამდენიმე გადაცემა. 2000 წლის 26 აპრილს დაკარგა გონება ძილის მომგვრელი საშუალების ზედმეტი დოზის გამოყენებით. გარდაიცვალა 3 მაისს, მოსკოვში. დასაფლავებულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაფილმების დამდგმელი რეჟისორი
რედაქტირება- 1992: „ზნედაცემული ანგელოზი“ რეჟ. ლევონ უზუნიანთან ერთად
გადაღებულია ფილმებში
რედაქტირება- 1982: „С тех пор, как мы вместе“ „რაც ერთად ვართ“ (მამუკა, რამაზის ბიძაშვილი)
- 1982: „არაჩვეულებრივი რეისი“ რეჟ. ბიძინა ჩხეიძე
- 1984: „ქართველები ცაში“ (უცნობი) რეჟ. ომარ გვასალია
- 1985: „ბატონი ავანტიურისტები“ (ფრენკ ჯექსონი) რეჟ. ბიძინა ჩხეიძე
- 1988: „Мерзавец“ „არამზადა“ (ხატამი) რეჟ. ვაგიფ მუსტაფაევი
- 1989: „Руанская дева по прозвищу Пышка“ „რუანელი ქალი ზედმეტსახელად ფუნთუშა“ რეჟისორები ევგენი გინზბურგი, რაუფ მამედოვი
- 1989: „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ (სანჩო პანსა) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1990: „Аферисты“ „ყალთაბანდები“ (ფილიმონი)
- 1990: „Гулять, так гулять, стрелять, так стрелять…“ (Каро)
- 1990: „Мистификатор“ „მისტიფიკატორი“
- 1990: „Паспорт“ „პასპორტი“ (სეფიაშვილი, ვაჭარი)
- 1990: „ჰავაური ვალსი“ რეჟ. ზაზა ბუაძე
- 1990: „ცოდვის დღესასწაული“ რეჟ. ერეკლე ბადურაშვილი
- 1990: Ох, этот ужасный, ужасный телевизор „ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი“ (გუგული ჯაში)
- 1991: „ერთხელ ტყეში“ რეჟ. ზაურ შენგელია
- 1991: „Блуждающие звёзды“ „მოხეტიალე ვარსკვლავები“ (ბერნარდ გოცმახი) რეჟ. ვსევოლოდ შილოვსკი
- 1991: „Болотная street, или Средство против секса“ „საშუალება სექსის წინააღმდეგ“ (პროკოპენკო) რეჟ. მარკ აიზენბერგი
- 1991: „მე, პელეს ნათლია!“ რეჟ. მიხეილ ჭიაურელი (უმცროსი)
- 1992: „უძინართა მზე“ რეჟ. თემურ ბაბლუანი
- 1992: „На Дерибасовской хорошая погода, или На Брайтон-Бич опять идут дожди“ „დერიბასოვსკაიაზე კარგი ამინდია, ანუ ბრაიტონ-ბიჩზე კვლავ წვიმს“ (ლავრენტი წულაძე, კაზინოს მფლობელი)
- 1992: „Нулевой вариант“ „ნულოვანი ვარიანტი“ (მილიციის მაიორი, გიორგი გოლიძე)
- 1992: „Безумные макароны, или Ошибка профессора Бугенсберга“ „პროფესორ ბუგენსბერგის შეცდომა“
- 1992: „ზნედაცემული ანგელოზი“ რეჟისორები მამუკა კიკალეიშვილი, ლევონ უზუნიანი
- 1993: „ბრავო, ჯორდანო ბრუნო!“ რეჟ. ილია ჩაჩანიძე
- 1993: „ბლიუზი“ რეჟ. გიორგი კაჭარავა
- 1994: „ლიმნიანი ყავა“ რეჟ. ლეონიდ გოროვეცი
- 1994: „Простодушный“ „გულუბრყვილო“ რეჟ. ევგენი გინზბურგი
- 1994: „ჩონგური (მანქანის ქურდები)“ რეჟ. აიდინ დედაშვილი
- 1996: „Карнавальная ночь 2 “ „საკარნავალო ღამე 2“ (ბუხჰალტერი)
- 1997: „История про Ричарда, Милорда и прекрасную Жар-птицу“ „ამბავი რიჩარდის, მილორდის და მშვენიერი ფასკუნჯის“ (ვაჭარი)
- 1997: „Принцесса на бобах“ „პრინცესა ცერცვებზე“ (ჟორა) რეჟ. ვილენ ნოვაკი
- 1999: „Д.Д.Д. Досье детектива Дубровского“ „დეტექტივ დუბროვსკის დოსიე“ რეჟ. ალექსანდრე მურატოვი
- 1999: „Что сказал покойник?“ „რა თქვა მიცვალებულმა“ რეჟ. იგორ მასლენიკოვი
- 2000: „Вместо меня“ „ჩემს მაგივრად“ რეჟ. ვლადიმერ ბასოვი (უმცროსი), ოლგა ბასოვა
- 2000: „Москва“ „მოსკოვი“ რეჟ. ალექსანდრე ზელდოვიჩი
- 2000: „Старые клячи“ „ბებერი ჯაგლაგები“ რეჟ. ელდარ რიაზანოვი
ნათამაშები როლები
რედაქტირებამარჯანიშვილის თეატრი
რედაქტირებაჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირება- 1988: საერთაშორისო კინოფესტივალის პრემია, საუკეთესო კომიკოსი მსახიობი (გაბროვო, ბულგარეთი)