ბლუზი (ფილმი)
„ბლუზი“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | გიორგი კაჭარავა |
სცენარის ავტორი | გიორგი კაჭარავა |
კომპოზიტორი | გიორგი კაჭარავა |
ხმის ოპერატორი | გია ჯავახიშვილი |
ოპერატორი | ოლეგ ბაშნინი |
მხატვარი | იური გეგეშიძე |
სტუდია | არიესი |
გამოსვლის თარიღი | 1993 |
ხანგრძლივობა | 131 წთ. |
ქვეყანა | საქართველო |
ენა | ქართული |
სიუჟეტი
რედაქტირებასაბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლები. ქართველი ახალგაზრდა საბჭოთა ჯარში მსახურობს. მას სულ რაღაც 6 თვე დარჩა მოვალეობის მოსახდელად და სახლში დასაბრუნებლად. მოულოდნელად მის და მისი თანამოსამსახურეთა ირგვლივ უცნაური ამბები ხდება. გაურკვეველ ვითარებაში, ბანდიტების და პოლიციის შახლა–შემოხლაში იღუპებიან მათი მეგობრები. ჯარისკაცები ამაოდ ცდილობენ სიტუაციაში გარკვევას. მხოლოდ ფილმის ბოლოს ირკვევა სიმართლე: პოლიციის გამომძიებელი ცდილობს "ფაქტით" ხელზე დაიჭიროს ცნობილი კრიმინალი, რომელიც მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან არის გამოქცეული. თავისი მიზნის მისაღწევად, გამომძიებელი ყველა დაშვებულ ხერხს მიმართავს და მოახერხებს კიდეც რეციდივისტის დაკავებას. მაგრამ ამას რამდენიმე კაცის სიცოცხლე შეეწირება. მიზანი თითქოს მიღწეულია, მაგრამ ასე ნანატრი "ფაქტი" ქართველი ჯარისკაცის მიერ განადგურდება...[1]