ნანა კიკნაძე
ნანა კიკნაძე (დ. 18 აპრილი, 1928, თბილისი — გ. 10 ივლისი, 2016) — ქართველი კერამიკოსი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული მხატვარი (1967).
ბიოგრაფია
რედაქტირება1959 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. იყო ამავე აკადემიის პედაგოგი.
მისი მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: ხილისა და ღვინის სერვიზი (1959, თიხა, აღდგენითი ჭიქური, სურათების სახელმწიფო გალერეა), ხილის ლარნაკები (1959, ანგობი), ყვავილების ლარნაკი (1959, თიხა), ღვინის ჭურჭელი „მტრედი“ (1959, თიხა, ტერაკოტა, ჭიქური, საქართველოს სახელმწიფო გალერეა).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 514.
- წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.281