მამუკა კიკალიშვილი

არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: მამუკა კიკალეიშვილი.

მამუკა კიკალიშვილი (დ. 15 ნოემბერი, 1971, თბილისი, საქართველო) — ქართველი მოდის ფოტოგრაფი. მისი ფოტოსურათების ნახვა შესაძლებელია ისეთ ჟურნალებში როგორიცაა: L'Officiel (Az), Harper's Bazaar (Ru), Boutique (Az), Nargis (Az) და სხვები. 2013 წლის აგვისტოს თვიდან არის L'Officiel (Az) -ის ფოტოგრაფი. ასევე, ის არის მოდის სახლი "Atelier Kikala"-ს მფლობელი.VR Fashion Management,წარმოგიდგენთ კიკალიშვილს.[1]

ბიოგრაფია

რედაქტირება

მამუკა კიკალიშვილი დაიბადა 1971 წლის 15 ნოემბერს, ქალაქ თბილისში. ის ბავშვობიდან სიამოვნებით იყო დაკავებული ფოტოგრაფიით. ფოტოგრაფია გახდა მისი საყვარელი გატაცება. ის სწავლობდა ენერგეტიკის და კავშირის ფაკულტეტზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 2000 წელს მან დაამთავრა სწავლა და გახდა ტექნიკური მეცნიერებების დოქტორი. [წყარო არ არის მითითებული 1012 დღე]

კიკალიშვილის ნამუშევრები გამოქვეყნდა სხვადასხვა ცნობილ ჟურნალებში: Photo Vogue Italia [2], L'Officiel (Az), Harper`s Bazaar (Ru) და სხვებში. ის იღებდა ისეთ ცნობილ ადამიანებს როგორებიც არიან მილა იოვოვიჩი, ნინა ანანიაშვილი და სხვები.მამუკა კიკალიშვილი ყოველთვის ოცნებობდა საკუთარ ფოტოსტუდიაზე. მან დაიწყო სარდაფის სტუდიად გადაკეთება. გაემგზავრა გერმანიაში, გახსნა სტუდია და დაარქვა - "Kikala Studio". მან დააარსა "Kikala Studio" 2006 წელს. ერთ წელიწადში სტუდია გახდა ძალიან წარმატებული კავკასიის რეგიონში. მისი პირველი ნამუშევრების შემდეგ (Virgin suicide, Les Fleurs Du Mal, Butoh Garden), არა მარტო ფოტოსურათები სარგებლობდნენ წარმატებით სოციალური ქსელებისა და ფორუმების მომხმარებლებს შორის, არამედ ხალხსაც მოსწონდათ ტანსაცმელი ფოტოსურათებზე. მაშინ მან გადაწყვიტა შეექმნა მოდის სახლი. 2012 წლის სექტემბერში მან დააარსა მოდის სახლი - "Atelier Kikala", რომლის შემოქმედებითი დირექტორია ლადო ბოკუჩავა.[3] .კიკალიშვილი არის Art + Commerce-ის ერთ-ერთი ფოტოგრაფი.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

მამუკა კიკალიშვილი დაქორწინებულია ნატალი კიკალიშვილზე. ჰყავთ სამი შვილი: ნინო, ლადო და კესარია. [წყარო არ არის მითითებული 1012 დღე]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-26. ციტირების თარიღი: 2014-06-19.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-27. ციტირების თარიღი: 2014-06-19.
  3. http://www.buro247.ru/fashion/our-choice/novoe-imya-v-mode-lado-bokuchava-gruziya.html