ერმალო მაღრაძე
ერმალო მაღრაძე (დ. 14 დეკემბერი 1943, სამტრედია, საქართველოს სსრ, — გ. 13 ნოემბერი, 2021, ქუთაისი) — ქართველი რეჟისორი და ოპერატორი.
1961 წელს დაამთავრა ზესტაფონის რკინიგზის საშუალო სკოლა. 1963 წელს გახდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, თუმცა სწავლა აღარ გააგრძელა და მუშაობდა „ზესტაფონის საქკაბელში“, „ზესტაფონის სტამბაში“, ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრში.
1977 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, ჯერ რეჟისორის ასისტენტად, შემდეგ — მეორე რეჟისორად. 1986 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი, სცენარისტის სპეციალობით.
1992 წელს დააარსა კინოფირმა „ერმალოფილმი“. 2000 წლიდან მოღვაწეობდა ზესტაფონში. გადაღებულია რამდენიმე ფილმში და არის საკუთარი ფილმების ავტორიც. გარდაიცვალა 2021 წელს კოვიდ-19-თან დაკავშირებული გართულებებით.[1]
ფილმოგრაფია
რედაქტირებარეჟისორი
რედაქტირება- შვეციის პრინცი იმერეთიდან (1995), აგრეთვე სცენარისტი
- ჟამი მოლოცვისა (2001) - დოკუმენტური, აგრეთვე სცენარისტი
- სახელმწიფო სახელმწიფოში (2003) - დოკუმენტური და მემონტაჟე
- საიმედო კავშირი (2004) - დოკუმენტური
- სიცოცხლის წყარო (2007) - დოკუმენტური და ოპერატორი
- სიძე (2008), აგრეთვე სცენარისტი და ოპერატორი
- გზააბნეულნი (2013), აგრეთვე სცენარისტი და ოპერატორი
- აპოკალიფსი არ იქნება (2015), აგრეთვე სცენარისტი და ოპერატორი
- თეა (2017)[2], აგრეთვე სცენარისტი, ოპერატორი, მონტაჟის და მუსიკალური გაფორმების ავტორი
- შემოქმედი (2018)[3]
- ეს დაიწყება საქართველოდან (2021)
როლები
რედაქტირება- იმედის მწვანე კუნძული (1978)
- უცხო (1988)
- ორფეოსის სიკვდილი (1996)
- გზააბნეულნი (2013)
- აპოკალიფსი არ იქნება (2015)
- თეა (2017)
- შემოქმედი (2018)
- ეს დაიწყება საქართველოდან (2021)