ალექსანდრე რეხვიაშვილი

რუსი და ქართველი კინორეჟისორი და ოპერატორი
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ალექსანდრე რეხვიაშვილი (ფეხბურთელი).

ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი (დ. 17 იანვარი, 1938, მოსკოვი — გ. 10 დეკემბერი 2020, თბილისი[1]) — ქართველი კინორეჟისორი.

ალექსანდრე რეხვიაშვილი
დაბადების თარიღი 17 იანვარი, 1938
მოსკოვი, რსფსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 10 დეკემბერი, 2020 (82 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი
საქმიანობა კინორეჟისორი
აქტიური 1971–2020

ბიოგრაფია

რედაქტირება

1955 წელს დაამთავრა მოსკოვის 167-ე საშუალო სკოლა. 1962 წელს — საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტი (ალექსანდრე გალპერინის სახელოსნო), ხოლო 1971 წელს — ამავე ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი გერასიმოვის სახელოსნო). 1971 წლიდან მოღვაწეობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, ასწავლიდა რეჟისურას თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში. საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.

არის მანჰეიმის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრის, კინოპრესის საერთაშორისო ფედერაცია „ფიპრესის“ პრიზის, გერმანიის კათოლიკური ეკლესიის პრიზის (ფილმისთვის „მეცხრამეტე საუკუნის ქართული ქრონიკა“) მფლობელი (1979); საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1988); მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი (ჟიურის სპეციალური პრიზი ფილმისთვის „მიახლოება“, 1990); ღირსების ორდენის კავალერი (1998); მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრიზის მფლობელი (კინოში გაწეული ღვაწლისთვის, კინოფესტივალი „საჩუქარი“, 2007).

ალექსანდრე რეხვიაშვილი გარდაიცვალა 2020 წლის 10 დეკემბერს, COVID-19 კორონავირუსით[2].

ფილმოგრაფია

რედაქტირება

დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი:

  • „ნუცა“ (1971)
  • „XIX საუკუნის ქართული ქრონიკა“ (1978)
  • „გზა შინისაკენ“ (1981)
  • „საფეხური“ (1986)
  • „მიახლოება“ (1989)
  • „სამკუთხა წრეში“ (დოკუმენტური, 1992)
  • „აღქმული მიწა“ (დოკუმენტური, 1999-2000)
  • „რუსული პალესტინა“ (დოკუმენტური, 2000)
  • „უკანასკნელნი“ (დოკუმენტური, 2006)
  • „იგორ სანოვიჩი, ესკიზი პორტრეტისთვის“ (დოკუმენტური, 2008)
  • „რამაზ ჩხიკვაძე“ (დოკუმენტური, 2013-2015)
  • „ჩუბჩიკა თოჯინები და სხვა“ (დოკუმენტური, 2017)
  • „დროის აღდგომა“ (დოკუმენტური, 2019)

პროდიუსერი:

  • „რამაზ ჩხიკვაძე“ (დოკუმენტური, 2013)

დამდგმელი ოპერატორი:

გადაღებულია ფილმში:

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „გარდაიცვალა კინორეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილი“. radiotavisupleba.ge. 2020-12-10. ციტირების თარიღი: 10 დეკემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  2. https://primetime.ge/rezhisori-sasha-rekhviashvili-koronavirusit-gardaitsvala/