კორონავირუსის პანდემია საქართველოში (2020)

კორონავირუსის პანდემია საქართველოში2019-2020 წლებში კორონავირუსის პანდემიის მიმდინარეობა საქართველოში.

2020 წლის კორონავირუსის პანდემია საქართველოში
საქართველოს რეგიონალური ერთეულების (მუნიციპალიტეტების) რუკა.   მკაცრი საკარანტინო ზონა   ვირუსის დადასტურებული შემთხვევები (2020 წლის 23 მარტის მონაცემებით). წითელი რგოლებით მონიშნულია სამედიცინო ცენტრები, სადაც მიმდინარეობს კორონავირუსით დაავადებულთა მკურნალობა.
საქართველოს რეგიონალური ერთეულების (მუნიციპალიტეტების) რუკა.
  მკაცრი საკარანტინო ზონა
  ვირუსის დადასტურებული შემთხვევები
(2020 წლის 23 მარტის მონაცემებით).
წითელი რგოლებით მონიშნულია სამედიცინო ცენტრები, სადაც მიმდინარეობს კორონავირუსით დაავადებულთა მკურნალობა.
ადგილმდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
პირველი შემთხვევა თბილისი
პირველი დაფიქსირებული შემთხვევა 26 თებერვალი, 2020
წარმომავლობა წარმომავლობა -
ჩინეთის დროშა ჩინეთი, უხანი
პირველი კლასტერები საქართველოში:
ირანის დროშა ირანი,
იტალიის დროშა იტალია
სტატისტიკური მონაცემები
2020 წლის 4 ივლისის მონაცემებით stopcov.ge-ზე დაყრდნობით.
დადასტურებული შემთხვევა 995
კარანტინის
რეჟიმში
5001
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 2019
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი 31
გამოჯანმრთელებული 857
გარდაცვლილი 15
stopcov.ge

კორონავირუსული დაავადება COVID-19-ით ინფიცირებული პირი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.[1] პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებისთვის საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა.

კორონავირუსის ეპიდემია პირველად ჩინეთის ხუბეის პროვინციის ქალაქ უხანში დაფიქსირდა 2019 წლის დეკემბერში. 2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდემია გლობალურ პანდემიად გამოაცხადა.[2]

საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირებული პირველი ინფიცირებული იმყოფებოდა ირანის ტერიტორიაზე[3], სადაც დაავადება იმავე წლის თებერვლის შუა რიცხვებიდან გავრცელდა. დაავადების დიაგნოსტირება ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევით მოხერხდა.[1]

21 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოაცხადა.

22-23 მარტის გვიან ღამით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დაადასტურა საქართველოში პირველი შიდა გადაცემის შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტში, რასაც მოჰყვა მკაცრი საკარანტინო რეჟიმის გამოცხადება მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში.[4]

30 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში „ფაქტობრივი საყოველთაო კარანტინი“ და „ფაქტობრივი კომენდანტის საათი“ გამოაცხადა.[5]

საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციარედაქტირება

2020 წლის 30 იანვარს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ დაადასტურა, რომ ხუბეის პროვინციიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმებოდა.[6] 31 იანვარს ეს ინფორმაცია დაადასტურა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ. მისი განცხადებით მიღწეული იყო გარკვეული შეთანხმებები ქვეყნებთან, რომელთა დახმარებითაც საქართველოს მოქალაქეები ჩინეთს დატოვებენ.[7] საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია ქალაქ უხანიდან უზრუნველყო თურქეთისა და საფრანგეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავებმა.[8][9] იტალიაში კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია ასევე იტალიიდან განხორციელდა. იტალიიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია ჯორჯიან ეარვეისის სპეციალური რეისებით მოხერხდა.[10]

დინამიკარედაქტირება

ქრონოლოგიარედაქტირება

თებერვალირედაქტირება

26 თებერვალირედაქტირება

კორონავირუსული დაავადება COVID-19-ით ინფიცირებული პირი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.[1]

მარტირედაქტირება

მარტის II კვირარედაქტირება

15 მარტირედაქტირება

15 მარტს აჭარაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებული კლინიკაში 14 მარტს შეიყვანეს. ბათუმის ლაბორატორიაში კვლევამ საეჭვო შედეგი აჩვენა, რის გამოც ანალიზი თბილისში ლუგარის ლაბორატორიის ცენტრალურ ოფისში გადაიგზავნა. [11]

მარტის III კვირარედაქტირება

16 მარტირედაქტირება

16 მარტს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს მთავრობის რამდენიმე გადაწყვეტილება და რეკომენდაცია გააჟღერა. საქართველოს მთავრობამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლა 2 კვირის განმავლობაში აკრძალა.[12] საკოორდინაციო საბჭომ ასევე გასცა 70 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის რეკომენდაცია, მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და მაქსიმალურად შეეცადონ საკუთარი თავის იზოლაციას.[13] ბრიფინგზე ასევე გაჟღერდა რეკომენდაცია, რესტორნებმა და კაფე-ბარებმა მოქალაქეებს ე.წ. გატანის სერვისი შესთავაზონ.[14] მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიქმნება სპეციალური მექანიზმი, რომლის ვალდებულება იქნება გააკონტროლოს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულება.[15]

ბრიფინგამდე რამდენიმე საათით ადრე საქართველოს მთავრობამ დააგზავნა გამაფრთხილებელი მოკლე ტექსტური შეტყობინებები - „დაიცავით პირადი ჰიგიენა, აუცილებელი საჭიროების გარეშე არ გახვიდეთ სახლიდან. განსაკუთრებული სიფრთხილე მათ, ვინც 60 წელს გადაცილებულია. საჭიროებისას დაიცავით თვითიზოლაციის წესები. მათალი სიცხისა და ხველისას მიმართეთ ექიმს. გისურვებთ ჯანმრთელობას. გადაუდებელი დახმარება – 112”.[16]

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სამთო კურორტების ადრე დახურვის მიზეზად დაასახელა ჩეხეთის მოქალაქე, რომელსაც გუდაურში ყოფნისას კორონავირუსის ნიშნები ჰქონდა, ხოლო ჩეხეთში დაბრუნების შემდეგ კი კორონავირუსი დაუდასტურდა.[17] მისივე განცხადებით, ინფიცირებულ ტურისტებთან კონტაქტში მყოფი 30 პირი იზოლირებულია, მათგან სამს კორონავირუსის გამოხატული სიმპტომები აქვს.[18]

16 მარტს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილება დატოვა პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა. გამოჯანმრთელებული ის პირია, რომელიც 26 თებერვალს შემოვიდა ირანიდან. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში ირანიდან შემოვიდა ასევე პირველი ადამიანია საქართველოში, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულ ადამიანს ტესტი ორჯერ ჩაუტარდა და ორივე შემთხვევაში ტესტმა ინფექციაზე უარყოფითი პასუხი აჩვენა.[19] გამოწერის შემდეგ პაციენტი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.[20]

16 მარტის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 637 იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 54 ადამიანია.[21]

17 მარტირედაქტირება

17 მარტს შუადღის 12 საათზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგი ჩაატარა. პრემიერის განცხადებით, საქართველო კორონავირუსის შეჩერების ეტაპიდან გადადის გავრცელების ეტაპზე და მთავრობის რეკომენდაციები უნდა გახდეს სავალდებულო.[22][23] პრემიერმა გააჟღერა 18 მარტიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის აკრძალვის გადაწყვეტილება[24] და სპორტდარბაზებისა და სპა-ცენტრების ფუნქციონირების აკრძალვა.[25] პრემიერმა ასევე გააჟღერა საქართველოს მთავრობის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მზადყოფნა, შეძლებისდაგვარად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის დახმარებასთან დაკავშირებით.[26] ჟურნალისტების კითხვაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობა არ შესძენს მთავრობას ისეთ ინსტრუმენტებს, რაც დღეს არ აქვს.[27]

საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის ლიდერს საკარანტინო წესების დარღვევაზე სანქციის დამაკისრებელი ინიციატივის დამუშავება სთხოვა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტი ამ ინიციატივას დაჩქარებული წესით განიხილავს.[28] 17 მარტის საღამოს საქართველოს პარლამენტმა საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით წარადგინა საკარანტინო წესის დარღვევის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად დანაშაულად გახდომის კანონპროექტი. კანონპროექტის თანახმად, თვითიზოლაციის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3000 ლარით, იურიდიული პირი 15000 ლარით უნდა დაჯარიმდეს.[29]

17 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებმა თბილისის ცენტრალური ქუჩები აკურთხეს. ისინი სამების საკათედრო ტაძრიდან პირველი რესპუბლიკის მოედნისკენ დაიძრნენ. რესპუბლიკის მოედნიდან კი რამდენიმე ლოკაციაზე, ქალაქის სხვადასხვა ქუჩებისკენ გადანაწილდნენ.[30]

17 მარტის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 1 008 იმყოფებოდა, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 64 ადამიანი იმყოფებოდა.[31]

18 მარტირედაქტირება

2020 წლის 18 მარტს საქართველოში კორონავირუსი 4 ადამიანს დაუდასტურდა.[32] ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტირის მარინა ეზუგაბიას განცხადებით დადასტურებული 4 ახალი შემთხვევების კონტაქტები ცნობილია, ხოლო ახალი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.[33]

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დავალება, რომელიც პრემიერმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისცა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა ბიზნესთან კონსულტაციით დაიწყოს მუშაობა 7 პროდუქტზე (ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ფქვილი, რძის ფხვნილი და რძის ფხვნილისგან წარმოებული პროდუქტები) ფასების სტაბილურობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით.[34]

საქართველოს პრეზიდეტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც საზოგადოებას დაბადების დღის მოლოცვისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იუბილეს კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო არ აღნიშნავს.[35]

18 მარტის საღამოს სამართალდამცავები პაატა ბურჭულაძის ერთ-ერთი შვილის კუთვნილი ავტომანქანა და ოფისი გაჩხრიკეს. ჟურნალისტების ინფორმაციით ბურჭულაძეების ოფისში საგამოძიებო მოქმედებები კორონავირუსთან დაკავშირებულ ცრუ შეტყობინებების გაგზავნას უკავშირდებოდა, რომლის შესახებ ინფორმაცია 16 მარტს გაავრცელა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ. უწყების მიერ 16 მარტს გავრცელებულ განცხადების მიხედვით, სმს შეტყობინება, თითქოს კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველო საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმება, ყალბია.[36] პაატა ბურჭულაძის შვილის, შუქრი ბურჭულაძის განმარტებით, მის ოფისში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები მისი ყოფილი თანამშრომლის ცუდ ხუმრობას უკავშირდება.[37] მისივე ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საბოტაჟს გულისხმობს.[38]

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროებით გააუქმა მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები.[39]

18 მარტის მონაცემებით დადასტურებულია კორონავირუსის 38 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმში 1344 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 216 პაციენტი იმყოფება. გამოჯანმრთელებულია 1 პაციენტი.[40]

19 მარტირედაქტირება

19 მარტის დილით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა ესპანეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მისი ინფორმაციით გარდაცვლილი 74 წლის ქალბატონია, რომელიც იყო ქრონიკული დაავადებით დაავადებული. [41]

19 მარტის საღამოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ, რომელსაც ესწრებოდნენ ქვეყნის პრეზიდენტი და პარლამენტის სპიკერი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დამატებითი ზომების შესახებ ბრიფინგი ჩაატარა. ბრიფინგზე გიორგი გახარიამ გააჟღერა საქართველოს ტერიტორიაზე ყველა სავაჭრო ობიექტის, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, საბანკო და საფოსტო გზავნილების ქსელისა, ბენზინგასამართი სადგურებისა, აკრძალვის განკარგულება.[42] ასევე პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ 19 მარტის მდგომარეობით საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს.[43]

19 მარტის მონაცემებით დადასტურებულია კორონავირუსის 40 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმში 1592 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 262 პაციენტი იმყოფება. გამოჯანმრთელებულია 1 პაციენტი.[40]

20 მარტირედაქტირება

20 მარტის მონაცემებით დადასტურებულია კორონავირუსის 44 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 259 პაციენტი იმყოფება. გამოჯანმრთელებულია 1 პაციენტი.[40]

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლეისიის სინოდის სხდომაზე კორონავირუსთან დაკავშირებით იყო მიღებული შემდეგი რეკომენდაციები:

  1. ყველა ეკლესიასა და მონასტერში ღვთისმსახურება ჩატარდება მარხვის ტიპიკონისა და ეკლესიის წეს-განგების სრული დაცვით;
  2. სასურველია ყველა მოქმედ ტაძარში და მის გარეთ დამონტაჟდეს გახმოვანების საშუალებები, რათა მრევლმა ღია სივრცეშიც შეძლოს ლოცვაზე დასწრება;
  3. ზიარების შემდგომ მცირე რაოდენობის დასაყონებელი სასმლის მიღება დასაშვებია სხვადასხვა ჭურჭლით;
  4. რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს, ხანდაზმულებს, ინფექციური დაავადებების სიმპტომებისა და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს, ასევე, თვითიზოლაციაში მყოფ ან ვირუსით დაავადებულებს, სურვილის შემთხვევაში სამღვდელობა ადგილზე მოემსახურება;
  5. სინოდი მორწმუნეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და სიფრთხილით მოეკიდონ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ეს არის მოყვასზე ზრუნვის გამოვლინება... არსებულ სიტუაციაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადამიანურ სიკეთეს და ურთიერთმხარდაჭერას, ეს იქნება ჩვენი რწმენისა და ღირსების მაჩვენებელი;
  6. ვიდრე ქვეყანაში რთული მდგომარეობაა ყველამ წავიკითხოთ თითო თავი სახარებიდან და ყოველდღე ვთქვათ ლოცვები: მამაო ჩვენო, ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მოწყალებისა კარგი გამიღე;
  7. საქართველოს ეკლესია მზად არის გასწიოს სულიერი მზრუნველობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ თანამემამულეებზე. ასევე, საპატრიარქოს სამედიცინო დაწესებულებები მზად არის ითანამშრომლოს სახელმწიფო დაწესებულებებთან, რათა არსებულ სიტაუციაში მიიღოს შესაბამისი პაციენტები.[44]

მიუხედავად საზოგადოების წარმომაგენლებისა და პოლიტიკოსების მოწოდებისა, სინოდი აცხადებს, რომ საუკუნების მანძილზე არაერთი განსაცდელი, მათ შორის, ომები, ეპიდემიები გადაიტანეს და წამთ, რომ ღვთის წყალობით ერთად გადაიტანენ ამ განსაცდელსაც და ერთად შეეგებიან აღდგომის დღესასწაულს და უარს ამბობენ ზიარებისთვის განკუთვნილი მრავალჯერადი გამოყენების კოვზის ჩანაცვლებას ერთჯერადი კოვზით.[44]

საქართველოს საპატრიარქოსგან განსხვავებით, ზიარების წესი შეცვალა რამდენიმე მართლმადიდებლურმა და კათოლიკურმა ეკლესიამ. მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ კი განაცხადა, რომ მარტის ბოლომდე ყველა რელიგიურ მსახურებას და წესის შესრულებას წყვეტს.[44]

21 მარტირედაქტირება

21 მარტს საქართველოს მთავრობამ მიმართა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წარდგინებით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა პრეზიდენტს შემდეგი საგანგებო მდგომარეობის შემდეგიპირობებით მიმართავს:

  • იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი იძულებით იქნას გადაყვანილი შესაბამის გადაყვანისთვის. წესების დარღვევისთვის გამოყენებული იქნება სანქციები;
  • საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა;
  • დგინდება საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განსხვავებული წესები და ვადები;
  • საქართველოს მთავრობას მიეცემა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში საკარანტინო, საიზოლაციო, სამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები;
  • იზღუდება ათ კაცზე მეტი ადამიანის შეკრება;
  • მთავრობას ექნება უფლება კერძო სტრუქტურებს, ორგანიზაციებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება;
  • აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას;
  • მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ კანონისგან დადგენილი წესების განსხვავებულ წესებს;
  • საჭიროების შემთხვევაში მთავრობა შეძლებს მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა მობილიზებას;
  • საქართველოს სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად;
  • ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, წინააღმდეგ შემთხვევა, რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის 15 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას სამ წლამდე ვადით.[45]

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი ოპოზიციამაც დაუჭირა, თუმცა ევროპული საქართველოს სპიკერმა, დავით ბაქრაძემ, ოპოზიციის ორი პირობა წამოაყენა: საგანგებო მდგომარეობა უნდა ყოფილიყო დროში გაწერილი და უნდა ჩამოთვლილი ყოფილიყო კონკრეტული ღონისძიებები, რა ფორმით და პირობებში გავრცელდებოდა საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვები. ამ კრიტერიუმების მხარდაჭერის შემთხვევაში, მან მზადყოფნა გამოაცხადა მხარი დაუჭირონ საგანგებოს გამოცხადებას და მისცენ ხელისუფლებას ყველა ბერკეტი კორონავირუსთან საბრძოლველად.[46]

პარტია „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის, შეფასებით საგანგებო მდგომარეობით ათზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა საპატრიარქოს უკავშირდება. მისი განცხადებით გასაგებია, რომ ეს ზომა კონკრეტულად ეხება საპატრიარქოს საჯარო პოზიციას უცვლელად ჩაატაროს აღდგომის წირვის ხალხმრავალი რიტუალი. ისიც გასაგებია, რომ მთავრობა რეალურად არ დაპირისპირებია საპატრიარქოს და ესაა წინასწარი შეთანხმება — საპატრიარქომ მოახდინა დემონსტრირება, რომ მათი რწმენა ურყევია, ხოლო ხელისუფლებას მისცა თანხმობა შემოვლითი გზით თავიდან აეცილებინა ვირუსის გავრცელებისთვის მაღალი რისკის შემცველი ხალხმრავალი ღონისძიება.[47]

მთავრობის წარდგინებით პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა 21 მარტის შუადღეს გამოაცხადა.[48] საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეზღუდვის დაწესებისას მაქსიმალურად გაითვალისწინეს დემოკრატიული პრინციპები და არ იზღუდება არც გამოხატვის და არც სიტყვის თავისუფლების უფლებები. [49]

ამავე დღის საღამოს დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა საპატრიარქოში და „რომ ეკლესიის მსახურებებთან დაკავშირებით 10-კაციანი შეკრების პრინციპი არ არის ბუკვალურად გასაგები“. [50] მან ასევე აღნიშნა, რომ წირვა დისტანციის დაცვის შესახებ რეკომენდაციის გათვალისწინებით ჩატარდება. [51] მოგვიანებით ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვა ადამიანების შეკრებასთან დაკავშირებით ეხება როგორ ეკლესიას, ასევე სხვა დაწესებულებსაც.[52] მას ასევე დაეთანხმა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ აღდგომის დღესასწაულზე დიდი შეკრებები არ იქნება.[53] საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიაამ ასევე გააკეთა განმარტება - მისი განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის დროს ადამიანების შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც ეხება.[54]

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. როგორც იმნაძემ განაცხადა, ახალგაზრდა ქალს ონკოლოგიური დაავადებაც ჰქონდა.[55]

21 მარტის დილით საქართველოში კორონავირუსი დამატებით 3 ადამიანს დაუდასტურა და საერთო რიცხვმა 47-ს მიაღწია. მათ შორის, 2 ახალი შემთხვევა გორის სამხედრო ჰოსპიტალში განთავსებულ საკარანტინო სივრცეში დადასტურდა.[56]

21 მარტის მონაცემებით დადასტურებულია კორონავირუსის 49 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 262 პაციენტი იმყოფება. გამოჯანმრთელებულია 1 პაციენტი.[40]

22 მარტირედაქტირება

22 მარტის დილით ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ გაავრცელა ინფორმაცია კიდევ ორი პაციენტის გამოჯანმრთელების შესახებ. მისი განმარტებით, ორი პაციენტის განმეორებით კვლევის ნიმუშზე პასუხი უარყოფითია. მათ შორის, ერთმა უკვე დატოვა ინფექციური საავადმყოფო, მეორე კი დღის განმავლობაში გაეწერება. ეზუგბაიას თქმითვე, ჯამში უკვე 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან.[57]

22 მარტის მონაცემებით დადასტურებულია კორონავირუსის 54 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმში 3254 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 233 პაციენტი იმყოფება. გამოჯანმრთელებულია 3 პაციენტი.[40]

22-23 მარტის ღამეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომელზეც გამოაცხადა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლა. პრემიერის განმარტებით, 23 მარტიდან ამ ორ მუნიციპალიტეტებში იზღუდება შესვლა და გამოსვლა, იზღუდება ყველა ობიექტი, საკვების მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა. გიორგი გახარიას განცხადებით შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა ათეულობით ადამიანი.[58]

პრემიერმა ასევე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მარნეულსა და ბოლნისში ტესტირების სპეციალური პროგრამის დაწყება და საველე ჰოსპიტალის განთავსება დაავალა.[59][60]

მარტის IV კვირარედაქტირება

23 მარტირედაქტირება
 
თბილისის ანძა იტალიის დროშის ფერებში განათდა კორონავირუსთან ბრძოლაში იტალიის მხარდასაჭერად.

23 მარტს საქართველოს მთავრობამ შეზღუდა ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.[61]

თბილისის ანძა და დედაქალაქის საკრებულოს შენობა იტალიის დროშის ფერებში განათდა კორონავირუსთან ბრძოლაში იტალიის მხარდასაჭერად.[62]

23 მარტის მონაცემებით დადასტურებული იყო კორონავირუსის 61 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმში 3222 ადამიანი იმყოფებოდა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 237 პაციენტი. გამოჯანმრთელებული იყო 8 პაციენტი.[40]

24 მარტირედაქტირება

24 მარტს დილით კორონავირუსი კიდევ ხუთ ადამიანს დაუდგინდა. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, პაციენტები სხვადასხვა დროს აშშ-დან ჩამოვიდნენ.[63]

24 მარტს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3,4494 ლარი გახდა.[64] საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ვალუტების დევალვაცია მთელ მსოფლიოში ხდება. ნათია თურნავას განმარტებით ის არ ელოდება ინფლაციის ზრდას, რადგანაც ეკონომიკური განვითარება შენელდა და აქედან გამომდინარე ინფლაციის ზრდის მაკროეკონომიკური საფუძველი არ არსებობს.[65] საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 25 მარტს აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარის გაყიდვა დაანონსა. ბანკის განცახადებით, აუქციონი სავალუტო ბაზრის მხარდაჭერისკენაა მიმართული.[66]

24 მარტის მონაცემებით დადასტურებული იყო კორონავირუსის 70 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფებოდა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252 პაციენტი. გამოჯანმრთელებული იყო 9 პაციენტი.[40]

25 მარტირედაქტირება

25 მარტს პლატფორმა „არა-ფობიას!“-ში შემავალმა ორგანიზაციებმა შეშფოთებას გამოთქვამს ქსენოფობიის ტალღის გამო, რომელიც მარნეულში კორონავირუსის დაფიქსირებას მოჰყვა. პლატფორმაში გაერთიანებული რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მედიას, პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს მოუწოდებს, რომ მაქსიმალურად შეუწყონ ხელი საზოგადოებაში სწორი, ზუსტი და არადისკრიმინაციული ინფორმაციის გავრცელებას. ამასთან, მიმართავენ მათ, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელი თანამოქალაქეების ინტეგრაციაში აქტიური როლი შეასრულონ.[67]

არამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართეს:

  • მედიას, საკუთარი სარედაქციო პოლიტიკის ფარგლებში, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს მათი პლატფორმების სოციალურ გვერდებზე მედიის მომხმარებლის ისეთ კომენტარებზე, რომლებიც ქსენოფობიური შინაარსისაა და კრიზისულ ვითარებაში კიდევ უფრო მეტად ახდენს საზოგადოების დაყოფას და ეთნიკური ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოქალაქეთა დისკრიმინაციას;[67]
  • პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს, გააკეთონ თანასწორობის მხარდამჭერი განცხადებები და ამით წვლილი შეიტანონ ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ ინტეგრაციაში;[67]
  • სამოქალაქო აქტივისტებს და სხვა ჯგუფებს, სოციალურ მედიაში ქსენოფობიური შინაარსის მასალების აღმოჩენის შემთხვევაში, გაასაჩივრონ ასეთი განცხადებები ფეისბუკის და ტვიტერის საზოგადოებრივი სტანდარტების შესაბამისად.[67]

ამ დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის საპროფილაქტიკო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდა, რაშიც ჩართული 60 ერთეული ტექნიკა იყო.[68]

25 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადა, ერთი ბარძიმიდან ზიარება მრევლის ქრისტესთან და ერთმანეთთან ერთობის და სიყვარულის უმაღლესი დადასტურებაა და ვინც ამაზე ამბობს უარს, „უარს ამბობს მაცხოვარზე!“.[69]

კორონავირუსის გავრცელების პირობებში საპატრიარქო წერს, რომ ვისაც ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, დარჩნენ სახლში სრულ განკურნებამდე, ხოლო ტაძრებში ადამიანებს შორის მანძილი დაცულ იქნას 2 მეტრით, ეზოში კი — 1,5 მეტრით. მათივე ინფორმაციით, ამისთვის მიმდინარეობს დასადგომი ადგილების მონიშვნა და ტაძრების რადიოფიცირება.[69]

26 მარტირედაქტირება

26 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებისა და თეოლოგების ნაწილმა საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას უპასუხა. საპატრიარქოს განცხადება საერთო ბარძიმიდან ზიარებასა და ეკლესიაში ღვთისმსახურებაზე დასწრებას ეხებოდა. საპასუხო განცხადება დიაკონმა ირაკლი ჯინჯოლავამ გაავრცელა.[69]

თეოლოგები და სასულიერო პირები გამოეხმაურნენ ერთი ბარძიმიდან ზიარების ტრადიციას და აღნიშნეს, რომ „ერთი ბარძიმიდან ზიარება გულისხმობს ზიარების სამივე ტრადიციული ფორმა: კოვზითაც, ხელზე მიღებითაც და ჩალტობითაც. მაშასადამე, „ერთ ბარძიმზე უარის თქმის მოთხოვნა“ წმინდა წყლის ინტერპოლაციაა და ამჟღავნებს საკითხის მცდარად წარმოჩენის ტენდენციას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ერთი ბარძიმიდან ზიარება, უპირველეს ყოვლისა, მისტიური მნიშვნელობისაა, რადგანაც ის ქრისტეს გამომსყიდველობითი მსხვერპლისა და საიდუმლო სერობაზე კურთხეული სასმისის სახეა. რა თქმა უნდა „ერთი ბარძიმის“ ბუკვალური გაგებაც დაუშვებელია. მსოფლიოს ყველა ადგილას აღვლენილი წმინდა ევქარისტია იმ ერთი ბარძიმის თანაზიარია.“ ასევე წერილის ავტორები გამოეხმაურნენ ტაძრებში დასწრების შეზღუდვას და აღნიშნეს, რომ „თუ ტაძარში მსახურებებზე დასწრების შეზღუდვა „არის გაუმართლებელი და დანაშაული ღვთის წინაშე“, როგორც ეს განცხადებაშია ნათქვამი, ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში განფენილი მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი ნაწილი გაუმართლებელ დანაშაულს სჩადის, რაც მართლმადიდებელი ეკლესიის სხეულისადმი წაყენებული მწვავე ბრალდებაა“.[69]

წერილს ხელს სასულიერო პირები: არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი, იღუმენი ლუკა ფალავანდიშვილი, დეკანოზი ზაზა თევზაძე, დეკანოზი ლევან მათეშვილი, დეკანოზი ილია ჭიღლაძე, დეკანოზი ლევან ნაცვლიშვილი, დეკანოზი ალექსანდრე გიორგაძე, დეკანოზი გიორგი ჯულუხაძე, მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე, მღვდელ-მონაზონი ირინეოს შენგელია, მღვდელ-მონაზონი იერონიმე ქათამაძე, მღვდელი გიორგი ცქიტიშვილი, მღვდელი ალექსი აბულაშვილი, მღვდელი მირიან მესხაძე, მღვდელი გრიგოლ ჭეჟია, დიაკონი გიორგი ღიბრაძე, დიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა; და თეოლოგები: ნინო საყვარელიძე, თამარ გოგუაძე, ლევან ბუკია, შოთა კინწურაშვილი, გიორგი გეგუჩაძე (აიხშტეტი), გიორგი ხუბულური, მიქაელ ბაქრაძე, საბა კევლიშვილი, ეკა ჭყოიძე, ვლადიმერ წითლიძე, კახა კურტანიძე, ვლადიმერ ნარსია, გურამ ლურსმანაშვილი, ლაშა ჯიხვაშვილი, დავით ჩიკვაიძე, ბექა მინდიაშვილი, ზურაბ ჯაში აწერენ.[69]

26 მარტს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის კურთხევით, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატით ვერტმფრენით შემოუფრინა თბილისს და დალოცა ქალაქი.[70]

26 მარტს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ქალაქ ზუგდიდში პირბადეების დარიგების აქცია ჩაატარა. ხალხმრავალი ღონისძიების დროს დაირღვა ის რეკომენდაციები, რომელიც ვირუსის პრევენციისთვის იყო გაცემული.[71]

27 მარტირედაქტირება

27 მარტს საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 83-მდე გაიზარდა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 14 შეადგინა.

მიუხედავად ჩინურ კომპანია Shenzhen Bioeasy Biotechnology-სთან ხელშეკრულების გაფორმებისა, რომელსაც საქართველოში 215 000 სწრაფი ტესტი უნდა ჩამოეტანა, ესპანეთის მიერ კომპანიის პროდუქციის დაწუნების შემდეგ საქართველომ ასევე გააუქმა ამ კომპანიასთან ხელშეკრულება.[72]

28 მარტირედაქტირება

28 მარტს საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 16 შეადგინა.[73]

28 მარტს ამირან გამყრელიძისა და პაატა იმნაძის განცხადებებს საზოგადოებაში განხილვა მოჰყვა, ასევე გამოვლინდა დაავადებულთა ახალი კლასტერი - გვარდიის დასუფთავების სამსახურის ექვს თანამშრომელს. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში შეიზღუდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.[73]

აშშ-მა საქართველოს ჯანდაცვის სფეროსთვის $1,1 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.[73]

29 მარტირედაქტირება

29 მარტს საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 91-მდე გაიზარდა, ამათგან 18 უკვე გამოჯანმრთელდა, მათ შორის 2 ბავშვია.[74]

29 მარტს განხილვის საკითხი იყო საკვირაო ქადაგებები, რომელთა მთავარი თემა კორონავირუსის გარცელების გამომწვევი მიზეზები და მისგან მომავალი საფრთხეები იყო. შემოქმედის მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებმა (კიკვაძე), კორონავირუსის ღმერთის მიერ მოვლენილ განსაცდელს შეადარა, რომელიც ღმერთმა იმიტომ მოავლინა, რომ „ხალხმა გაიგოს და უზიარებელი არ დარჩეს“. მისივე თქმით კორონავირუსის გავრცელება ფულის ერთეულების გაქრობას ემსახურება, მან ასევე მრევლს საკვების მოსაყვანად მიწების დამუშავების კურთხევა მისცა.[74]

სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტმა, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ქართული სამრევლოების მმართველმა მღვდელმთავარმა და საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიაქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიომ (მუჯირი) კორონავირუსი ადამიანთა ცოდვებისთვის მოვლენილ „მწარე წამლად“ შეაფასა და განაცხადა, რომ „ამ დიდი უბედურების მიზეზი ერის ისეთი ცოდვებია, როგორიცაა: ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, სოდომიის ნორმალურ მდგომარეობად“.[74]

მარტის V კვირარედაქტირება

30 მარტირედაქტირება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვვეყანაში „ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი“ გამოაცხადა.[75]

„ფაქტობრივი კარანტინის“ პირობებში ქვეყანაში სრულად აიკრძალა ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი) გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე – ქალაქებს შორის.[75]

დასაშვებად გამოცხადდა მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე. [75]

მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით.[75]

აიკრძალა 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია.[75]

პრემიერის განცხადებით, მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებში მუშაობის წესი ცალკე იქნება გაწერილი და ექნებათ ცალკე პროტოკოლები, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული. ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეკონომიკამ განაგრძოს ფუნქციონირება და ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია საქართველოს ეკონომიკას, სრულად არ იყოს გაჩერებული. ასევე, რა თქმა უნდა იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მაქსიმალურად შეძლონ სამუშაო ადგილების შენარჩუნება.[75]

აიკრძალა 70 წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.[75]

პრემიერმა დაავალა ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებს, დახმარება გაუწიონ 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს.[75]

21:00 საათიდან აიკრძალა როგორც ქვეითად, ისე – სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე. პრემიერის განცხადეით, ფაქტობრივად, ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი.[75]

პირთა გადაადგილების კონტროლის და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობებისა და ამ პირობების შესრულების მიზნით, ასევე პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით, პრემიერმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს შესაბამის უწყებებს დაავალა საკონტროლო პუნქტების მოწყობა თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში.[75]

ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.[75]

შეზღუდვები 31 მარტის დილის 8 საათიდან შევიდა ძალაში.[75]

31 მარტირედაქტირება

აპრილირედაქტირება

ოკუპირებული ტერიტორიებირედაქტირება

ცხინვალის რეგიონირედაქტირება

27 თებერვალს, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ აიკრძალა ოკუპირებული რეგიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმოსვლა.[76] 16 მარტიდან 15 აპრილამდე ჩაიკეტა დე ფაქტო საზღვარი ყველა ქვეყნის მოქალაქისათვის გარდა რუსეთისა.[77] 18 მარტიდან დაიხურა ყველა სახის საგანმანათლებლო დაწესებულება.[78] აიკრძალა კულტურულ-მასობრივი და სპორტული ღონისძიებები (26 მარტიდან).[79] უცხოელებისთვის დაწესდა შეზღუდვა ე. წ. სამხრეთ ოსეთის დატოვებაზე,[80] ხოლო ადგილობრივებისთვის — საქართველოში სამკურნალოდ წასვლაზე.[81]

20 მარტის მდგომარეობით ექიმთა დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა 19 პაციენტი. მათი ნაწილი განთავსებული იყო ცხინვალის ინფექციურ საავადმყოფოში, ნაწილი — მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის სტაციონარში, 1 პიროვნება — ახალგორის საავადმყოფოში. 13 ადამიანი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. დაკვირვების ქვეშ იყო კიდევ 14 საზღვარგარეთიდან ჩასული.[82]

6 მაისს დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა დაადასტურა COVID-19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევის შესახებ.[83] იგი დაუფიქსირდა რუსეთიდან ცხინვალში დაბრუნებულ არასრულწლოვანს.[84] ამავე დღესვე ცნობილი გახდა ე. წ. „ლენინგორის რაიონის“ (ახალგორის მუნიციპალიტეტის) მკვიდრი დედა-შვილის ინფიცირების შესახებ.[85]

7 მაისს ახალი კორონავირუსის ინფექცია დაუფიქსირდა კიდევ 8 ადამიანს და საერთო რიცხვმა 11-ს მიაღწია.[86] 8 მაისს დაავადებულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა.[87] 10 მაისისათვის კი 20 შეადგინა.[88]

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. On.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან - 27 თებერვალი, 2020. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2020.
  2. WHO Director-General's opening remarks at the media briefing on COVID-19 – 11 March 2020. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (11 March 2020). ციტირების თარიღი: 11 March 2020
  3. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ინფექცია 50 წლის მამაკაცს დაუდგინდა. ინტერპრესნიუსი. დაარქივებულია ორიგინალიდან - 27 თებერვალი, 2020. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2020.
  4. გახარია: ეპიდემიოლოგების აზრით, მარნეულში შიდა გადაცემა სარიტუალო ღონისძიების დროს მოხდა, on.ge
  5. რა აიკრძალა "ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინით"
  6. არჩილ კალანდია - უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის საკითხზე ვმუშაობთ, 1tv.ge
  7. ეკატერინე ტიკარაძე - მიღწეულია გარკვეული შეთანხმებები ქვეყნებთან, რომელთა დახმარებითაც ჩვენი მოქალაქეები ჩინეთს დატოვებენ, 1tv.ge
  8. საქართველოს მოქალაქების ევაკუაცია უხანიდან, 1tv.ge
  9. უხანიდან ევაკუირებული მოქალაქეები საქართველოში დაბრუნდნენ
  10. სპეც რეისები იტალიიდან - საქართველოს 200-მდე მოქალაქე სამშობლოში ბრუნდება
  11. აჭარაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, imedinews.ge
  12. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლა 2 კვირის განმავლობაში იკრძალება, on.ge
  13. საკოორდინაციო საბჭო 70 წელს ზემოთ მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევს, მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და „მაქსიმალურად შეეცადონ საკუთარი თავის იზოლაციას“, ipn.ge
  14. მთავრობა რესტორნებსა და კაფე-ბარებს რეკომენდაციით მიმართავს, მოქალაქეებს ე.წ. გატანის სერვისი შესთავაზონ, ipn.ge
  15. შეიქმნება სპეციალური მექანიზმი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე
  16. მთავრობა: აუცილებელი საჭიროების გარეშე სახლიდან არ გახვიდეთ, netgazeti.ge
  17. ჯანდაცვის მინისტრი ადასტურებს, რომ ტურისტს, რომელიც გუდაურში იმყოფებოდა, ჩეხეთში დაბრუნების შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა, ipn.ge
  18. ეკატერინე ტიკარაძე - ინფიცირებულ ტურისტებთან კონტაქტში მყოფი 30 პირი იზოლირებულია, მათგან 3-ს გამოხატული სიმპტომები აქვს, ipn.ge
  19. კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი, რომელიც გამოჯანმრთელდა, კლინიკიდან გაწერეს, თუმცა თვითიზოლაციაში გადადის, ipn.ge
  20. პაციენტებს გამოჯანმრთელება უსურვა, ექიმებს კი მადლობა გადაუხადა — პირველმა პაციენტმა საავადმყოფო დატოვა
  21. საქართველო 2 კვირით საზღვარს კეტავს – მთავრობის გადაწყვეტილება, netgazeti.ge
  22. გიორგი გახარია - მთავრობის რეკომენდაციები უნდა გახდეს სავალდებულო და მათი აღსრულება აუცილებელია, ipn.ge
  23. გიორგი გახარია - კორონავირუსის შეჩერების ეტაპიდან გადავდივართ გავრცელების ეტაპზე, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ
  24. ხვალიდან სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა აიკრძალება
  25. სპორტდარბაზებისა და სპა-ცენტრების ფუნქციონირება სრულად შეიზღუდება, on.ge
  26. გახარია: სადაც ამის შესაძლებლობა გვექნება, სრულად დავეხმარებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს, on.ge
  27. გახარია: საგანგებო მდგომარეობა არ შესძენს მთავრობას ისეთ ინსტრუმენტებს, რაც დღეს არ აქვს, on.ge
  28. საკარანტინო წესების დარღვევაზე მოქალაქეებს, შესაძლოა, სანქცია დაეკისროთ
  29. თვითიზოლაციის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3000 ლარით, იურიდიული პირი 15000 ლარით დაჯარიმდება — კანონპროექტი, on.ge
  30. სასულიერო პირების მიერ თბილისის ქუჩების კურთხევა მიმდინარეობს, ipn.ge
  31. შეჩერებული "მარშრუტკები" და ბრაზილიის ციხიდან გაქცეული პატიმრები – რა ხდებოდა 17 მარტს, on.ge
  32. საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 ადამიანს დაუდასტურდა, publika.ge
  33. ინფიცირების წყარო დადგენილია – ეზუგბაია კორონავირუსის 4 ახალ შემთხვევაზე
  34. პრემიერი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავალებს, უზრუნველყოს, რომ 7 უმთავრეს პროდუქტზე ფასების ზრდა არ მოხდეს, ipn.ge
  35. სალომე ზურაბიშვილი - დღეს არც მეგობრები მყავს სახლში და არც დაბადების დღეს ვიხდი, უნდა შევიგნოთ, რომ არ არის დრო, არც დაბადების დღის გადახდის, არც ქელეხის, არც ქორწილის, ipn.ge
  36. სამართალდამცავები პაატა ბურჭულაძის ერთ-ერთი შვილის ავტომობილს ჩხრეკენ, ipn.ge
  37. პაატა ბურჭულაძის შვილი - ჩემი თანამშრომლის შეცდომა იყო, ვერც კი გაიაზრებდა რამხელა ამბავი მოყვებოდა 6 სმს-ს, რომელიც ოჯახის წევრებთან ხუმრობით გაგზავნა, ipn.ge
  38. გაუგებრობა მოხდა, თანამშრომელმა ცუდად იხუმრა — შუქრი ბურჭულაძე კორონავირუსზე ცრუ SMS-ებზე, on.ge
  39. მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება, ipn.ge
  40. 40.0 40.1 40.2 40.3 40.4 40.5 40.6 2020 წლის კორონავირუსის პანდემიის სტატისტიკა, egi.ge
  41. ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა, რადიო თავისუფლება
  42. საქართველოში სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების, ბენზინგასამართი სადგურების, ბანკებისა და საფოსტო ქსელის გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება, ipn.ge
  43. გიორგი გახარიას განცხადებით, დღეის მდგომარეობით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს, ipn.ge
  44. 44.0 44.1 44.2 სინდოდის განჩინება: საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა ყოვლად მიუღებელია, on.ge
  45. საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება, on.ge
  46. ევროპული საქართველო მზადაა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭიროს, on.ge
  47. ჯაფარიძე: გასაგებია, რომ ათ ადამიანზე შეკრების აკრძალვა კონკრეტულად საპატრიარქოს ეხება, on.ge
  48. პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, on.ge
  49. სალომე ზურაბიშვილი - შეზღუდვის დაწესებისას მაქსიმალურად გავითვალისწინეთ დემოკრატიული პრინციპები და არ იზღუდება არც გამოხატვის და არც სიტყვის თავისუფლების უფლებები, ipn.ge
  50. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - პრემიერი ბრძანდებოდა საპატრიარქოში დღეს და მოვისმინეთ მისგან, რომ ეკლესიის მსახურებებთან დაკავშირებით 10-კაციანი შეკრების პრინციპი არ არის ბუკვალურად გასაგები, ipn.ge
  51. ანდრია ჯაღმაიძე - ზიარების წესზე ახალი მსჯელობა მოსალოდნელი არ არის, წირვა კი დისტანციის დაცვის შესახებ რეკომენდაციის გათვალისწინებით ჩატარდება
  52. ცქიტიშვილი: დაწესებული შეზღუდვა შეკრებაზე ეხება ეკლესიებსაც, on.ge
  53. გომელაური: იმედი მაქვს, რომ არ იქნება დიდი შეკრებები და რასაც ვაკეთებთ ხოლმე აღდგომას, შეზღუდულად იქნება, on.ge
  54. სახალხლო თქმით, შეკრების უფლების შეზღუდვა ეკლესიასაც ეხება, on.ge
  55. ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა, ipn.ge
  56. გორში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. საინფორმაციო ცენტრი „შიდა ქართლი“ (21 მარტი, 2020). ციტირების თარიღი: 21 მარტი, 2020.
  57. კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა — მარინა ეზუგბაია, on.ge
  58. მარნეულისა და ბოლნისის რაიონი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავა — გახარია, on.ge
  59. უახლოესი 24 საათის განმავლობაში მარნეულში საველე ჰოსპიტალი განთავსდება — პრემიერი, on.ge
  60. გახარია: ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, მარნეულსა და ბოლნისში დაიწყოს ტესტირების სპეციალური პროგრამა, on.ge
  61. საქართველოში ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იზღუდება, bm.ge
  62. თბილისის ანძა და საკრებულოს შენობა იტალიის დროშის ფერებში განათდა, თბილისის მერია
  63. კორონავირუსი კიდევ 5 პირს დაუდგინდა, სულ — 66, on.ge
  64. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4494 ლარი გახდა, ipn.ge
  65. ნათია თურნავა - მთელ მსოფლიოში ხდება ეროვნული ვალუტების დევალვაცია და ლარი ვერ იქნებოდა გამონაკლისი, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიმყოფებით იზოლირებულ კუნძულზე, ipn.ge
  66. ეროვნული ბანკი აუქციონზე 40 მილიონ დოლარს გაყიდის, on.ge
  67. 67.0 67.1 67.2 67.3 შეშფოთებული ვართ ქსენოფობიის გამო, რომელიც მარნეულში განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა — პლატფორმა არა-ფობიას!, on.ge
  68. დედაქალაქის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება, თბილისის მერია
  69. 69.0 69.1 69.2 69.3 69.4 სასულიერო პირებისა და თეოლოგების ნაწილი საპატრიარქოს პასუხობს, on.ge
  70. საპატრიარქო - თბილისი ივერიის ღვთისმშობლის ხატით დაილოცა, ipn.ge
  71. ჯანდაცვის მინისტრი - პირბადეების დარიგების აქციის დროს, დარღვეული იყო ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის გაცემული რეკომენდაციები
  72. ბორის ჯონსონის კორონავირუსი და უკან დაბრუნებული ტესტები — 27 მარტის შეჯამება, on.ge, ავტორი: ანა ვახტანგაძე
  73. 73.0 73.1 73.2 გაბრაზებული იმნაძე, ინფიცირების უცნობი წყარო და 18000 ახალი შემთხვევა აშშ-ში — 28 მარტის შეჯამება, on.ge
  74. 74.0 74.1 74.2 ვირუსი, როგორც "მწარე წამალი" და დედამიწიდან ფულის ერთეულის "გასაქრობი" საშუალება — 29 მარტის შეჯამება, on.ge, ავტორი: ნათია ცქიფურიშვილი
  75. 75.00 75.01 75.02 75.03 75.04 75.05 75.06 75.07 75.08 75.09 75.10 75.11 რა აიკრძალა "ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინით", publika.ge, 17:43, 30 მარტი, 2020
  76. Южная Осетия полностью закрывает границу с Грузией из-за коронавируса. Sputnik Осетия (27 თებერვალი, 2020). ციტირების თარიღი: 21 მარტი, 2020.
  77. Въезд в Южную Осетию запретили всем иностранцам, кроме граждан РФ. Sputnik Осетия (17 მარტი, 2020). ციტირების თარიღი: 21 მარტი, 2020.
  78. Во всех образовательных учреждениях Южной Осетии вводят карантин. Sputnik Осетия (17 მარტი, 2020). ციტირების თარიღი: 21 მარტი, 2020.
  79. В Южной Осетии запретили все массовые мероприятия и ограничили поездки чиновников. Sputnik Осетия (19 მარტი, 2020). ციტირების თარიღი: 21 მარტი, 2020.
  80. Иностранцам временно запретили покидать Южную Осетию. Sputnik Осетия (20 მარტი, 2020). ციტირების თარიღი: 21 მარტი, 2020.
  81. Южная Осетия ограничила на время выезд на лечение в Грузию. Sputnik Осетия (20 მარტი, 2020). ციტირების თარიღი: 21 მარტი, 2020.
  82. В Южной Осетии на карантине находятся 19 человек. Sputnik Осетия (20 მარტი, 2020). ციტირების თარიღი: 21 მარტი, 2020.
  83. Бибилов подтвердил первый случай заражения COVID-19 в Южной Осетии. Sputnik Осетия (6 მაისი, 2020). ციტირების თარიღი: 10 მაისი, 2020.
  84. Коронавирусом в Южной Осетии заболел 14-летний мальчик - Югосетпотребнадзор. Sputnik Осетия (6 მაისი, 2020). ციტირების თარიღი: 10 მაისი, 2020.
  85. Коронавирусом в Южной Осетии заразились мальчик и его мать - глава района. Sputnik Осетия (6 მაისი, 2020). ციტირების თარიღი: 10 მაისი, 2020.
  86. В Южной Осетии еще восемь человек заразились коронавирусом. Sputnik Осетия (7 მაისი, 2020). ციტირების თარიღი: 10 მაისი, 2020.
  87. Уже 15: в Южной Осетии выросло число выявленных случаев заражения коронавиусом. Sputnik Осетия (8 მაისი, 2020). ციტირების თარიღი: 10 მაისი, 2020.
  88. Количество зараженных коронавирусом в Южной Осетии превысило 20 человек. Sputnik Осетия (10 მაისი, 2020). ციტირების თარიღი: 10 მაისი, 2020.