სამარშრუტო ტაქსი
სამარშრუტო ტაქსი (აგრეთვე ცნობილი როგორც „მარშრუტკა“, რუს. Маршрутка) — სამარშრუტო მიკროავტობუსი, რომელსაც მგზავრები და ტვირთი გადაჰყავთ დადგენილი მარშრუტით. ძირითადად არსებობს ასეთი ტრანსპორტის ორი ტიპი - ქალაქების და რაიონული ცენტრების სამარშრუტო ტაქსები. ქალაქში ტრანსპორტის ეს საშუალება ჩერდება დადგენილ გაჩერებებზე ან სხვა ადგილებზე. საბჭოთა კავშირში სამარშრუტო ტაქსები პირველად გაჩნდა 1930-იან წლებში.