ეკატერინე ტიკარაძე

ქართული პოლიტიკოსი

ეკატერინე (ეკა) ტიკარაძე (დ. 3 მარტი, 1976, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ექიმი და პოლიტიკოსი. 2019 წლის 18 ივნისიდან 2021 წლის 9 დეკემბრამდე იკავებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობას.

ეკატერინე ტიკარაძე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 ივნისი, 2019 – 9 დეკემბერი, 2021
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  მამუკა ბახტაძე
გიორგი გახარია
ირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედიდავით სერგეენკო
მემკვიდრეზურაბ აზარაშვილი

დაბადებული3 მარტი, 1976
მეუღლებიძინა კაკაბაძე
შვილები2
განათლებათბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
პროფესიაექიმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1976 წლის 3 მარტს, თბილისში. 1993-1998 წლებში გაიარა კვალიფიკაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. 2005 წელს მიიღო ზოგადი პროფილის სტომატოლოგის სერტიფიკატი. 2006-2008 წლებში იყო ფონდი „სტომატოლოგები საზღვრების გარეშეს“ პროექტის განვითარების მენეჯერი. 2008-2013 წლებში მუშაობდა შვეიცარიაში, იყო მესამეულ ქვეყნებში ჰოსპიტალური და სადაზღვევო სექტორის განვითარების კონსულტანტი. 2007-2008 წლებში ლუდვიქსჰაფენის პრაქტიკისა და მეცნიერების აკადემიაში გაიარა ყბა-სახის ინპლანტაციის სრული კურსი. 2015-2016 წლებში გაიარა კურსი მიუნსტერში, გერმანიაში და მიიღო მართვის კომპეტენცია ჰოსპიტალურ სექტორში. 2009-2015 წლებში იყო ააიპ „დოსტაქარის“ (საჩხერე) სტომატოლოგიური კლინიკის მენეჯერი კონცეპტუალურ საკითხებში. 2015-2019 წლებში ს.ს. „საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანების“ გენერალური დირექტორი. 2015-2019 წლებში იყო ააიპ „დოსტაქარის“ (საჩხერე) აღმასრულებელი დირექტორი. 2016-2019 წლებში გახდა მენეჯმენტის და ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი.

2019 წლის 18 ივნისიდან არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. 2021 წლის 9 დეკემბერს განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგებოდა და საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებდა.[1] მინისტრის მოვალეობას ასრულებდა ამავე წლის ბოლომდე.[2]

გადადგომამდე ბოლო დღეები მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია მინისტრსა და პრემიერ ღარიბაშვილს შორის არსებული ღია დაპირისპირების, მათ შორის, ხმამაღალი კამათის შესახებ. მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრი არ ეთანხმებოდა პრემიერის მიერ შემოღებულ ე.წ. მუდმივ მწვანე კოვიდპასპორტებს.[3]

2022 წლის მარტში ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა. უმაღლესი სასწავლებლის ინფორმაციით, ის უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულების პროექტებს ჩაიბარებდა.[4] 2023 წლის ივლისში ეკატერინე ტიკარაძე „საჩხერის სამედიცინო ცენტრის“ დირექტორა გახდა.[5]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ფლობს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „ეკატერინე ტიკარაძე წლის ბოლომდე ჯანდაცვის სამინისტროში დარჩება“. formulanews.ge. 10 დეკემბერი, 2021. ციტირების თარიღი: 10 დეკემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. „ჯანდაცვის მთავარი ამოცანაა 2030 წლისთვის მიაღწიოს თანაბარ ხელმისაწვდომობას - ტიკარაძემ ანგარიში წარადგინა“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  3. თარხნიშვილი, ნინო (10 დეკემბერი, 2021). „რატომ გადადგა მინისტრი — შიდა კარის ინტრიგები თუ პოლიტიკური პასუხისმგებლობა?“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  4. „ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა“. mtavari.tv (ინგლისური). 8 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 7 ივლისი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  5. „ეკატერინე ტიკარაძე “საჩხერის სამედიცინო ცენტრში” დაბრუნდა“. bm.ge. 7 ივლისი, 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-07-07. ციტირების თარიღი: 7 ივლისი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
წინამორბედი:
დავით სერგეენკო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
18 ივნისი 2019 - 9 დეკემბერი, 2021
შემდეგი:
ზურაბ აზარაშვილი