ზურაბ აზარაშვილი
ზურაბ აზარაშვილი (დ. 6 იანვარი, 1979, ბორჯომი) — ქართველი პოლიტიკოსი. 2021 წლის 30 დეკემბრიდან 2024 წლის მარტამდე იკავებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობას.[1][2]
ზურაბ აზარაშვილი | |
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
30 დეკემბერი, 2021 – 11 მარტი, 2024 | |
პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ირაკლი ღარიბაშვილი ირაკლი კობახიძე |
წინამორბედი | ეკატერინე ტიკარაძე |
მემკვიდრე | მიხეილ სარჯველაძე |
დაბადებული | 6 იანვარი, 1979 ბორჯომი, საქართველოს სსრ, სსრკ |
შვილები | 5 |
განათლება | ბიზნესის სკოლა (ESM) |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1979 წლის 6 იანვარს ბორჯომში.
განათლება
რედაქტირება1995–1999 წლებში სწავლობა ESM ბიზნეს სკოლის საბაკალავრო პროგრამაზე - ბიზნეს ადმინისტრირება, ხოლო 2007-2009 წლებში - ESM ბიზნეს სკოლის ბიზნესის სამაგისტრო პროგრამაზე - ბიზნეს ადმინისტრირება.[3]
პროფესიული გამოცდილება
რედაქტირება2000 წლის იანვრიდან 2000 წლის ივნისამდე მუშაობდა თიბისი ბანკი საკრედიტო სესხების ექსპერტის თანამდებობაზე, ხოლო იმავე წლის ივნისიდან ოქტომბრამდე იყო თიბისი ბანკი ბუღალტერი და 2000 წლის ოქტომბრიდან 2001 წლის ნოემბრამდე - თიბისი ბანკის საკრედიტო მენეჯერი.[4] 2002-2003 წლებში მუშაობდა ქართუ ბანკი საკორესპონდენტო ანგარიშების და დოკუმენტური ოპერაციების სპეციალისტად, 2003-2005 წლებში - ქართუ ბანკი პლასტიკური ბარათების პროცესინგის და მომსახურეობის უფროსი სპეციალისტად და 2005-2008 წლებში იყო ქართუ ბანკი პლასტიკური ბარათების პროცესინგის და მომსახურების განყოფილების უფროსი. 2008 წლიდან 2012 წლამდე ეკავა კორ სტანდარტ ბანკი საბარათე ოპერაციების განყოფილების უფროსის თნამდებობა, 2013-2014 წლებში - კორ სტანდარტ ბანკი ოპერაციების დირექტორი. 2014 წლიდან 2020 წლებში იყო ტერაბანკი კომერციული დირექტორი. 2020-2021 წლებში იყო თბილავიამშენის გენერალური დირექტორი. 2020 წლის მარტში დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს გენერალურ დირექტორად.[5][6]
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირება2021 წლის 27 დეკემბრამდე იკავებდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, ხოლო 2021 წლის 27 დეკემბერს, პრემიერ-მინისრტმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე.[7][8]
„დედების პროტესტი“
რედაქტირებააზარაშვილის სახელს უკავშირდება 2023 წლის აპრილში აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი. საქართველოს პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის მოთხოვნით მშობლებმა ორი ღამე მთავრობის კანცელარიასთან გაათენეს.[9]
აქციებს ოთხი თვის განმავლობაში სხვადასხვა ადგილზე გაიმართა. მშობლები ითხოვენ, რომ სახელმწიფომ დააფინანსოს საქართველოში მედიკამენტ ვოსორიტიდის შემოტანა, რომელიც მათი შვილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.[9]
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, მათ შორის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და მინისტრის მოადგილეები აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს აპრილის განმავლობაში რამდენჯერმე შეხვდნენ, თუმცა უშედეგოდ.[9]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაჰყავს მეუღლე და ხუთი შვილი. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ზურაბ აზარაშვილი დაარქივებული 2019-09-11 საიტზე Wayback Machine. — საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საიტი
- ზურაბ აზარაშვილი — საქართველოს მთავრობის საიტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატად ზურაბ აზარაშვილი წარადგინა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-27. ციტირების თარიღი: 2021-12-27.
- ↑ ზურაბ აზარაშვილი - Gov.ge
- ↑ ზურაბ აზარაშვილის ბიოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-27. ციტირების თარიღი: 2021-12-27.
- ↑ საქართელოს თავდაცვის სამინისტრო - ზურაბ აზარაშვილის ბიოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-27. ციტირების თარიღი: 2021-12-27.
- ↑ “დელტას” ზურაბ აზარაშვილი უხელმძღვანელებს - netgazeti.ge
- ↑ „დელტას“ ზურაბ აზარაშვილი უხელმძღვანელებს - 1tv.ge
- ↑ ზურაბ აზარაშვილი - Gov.ge
- ↑ პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატად ზურაბ აზარაშვილი წარადგინა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-27. ციტირების თარიღი: 2021-12-27.
- ↑ 9.0 9.1 9.2 წამალი “ვოსორიტიდი” ბავშვებისთვის, ანანო ღუდუშაური
წინამორბედი: ეკატერინე ტიკარაძე |
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი 30 დეკემბერი, 2021 - 11 მარტი, 2024 |
შემდეგი: მიხეილ სარჯველაძე |