ახალგორი

დაბა საქართველოში

ახალგორი[1] (ყოფ. ლენინგორი) — დაბა საქართველოში, ახალგორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ახალგორში შემორჩენილია XVII ს-ის სამი ხუროთმოძღვრული ანსამბლის ნანგრევები.

დაბა
ახალგორი
Akhalgori2.jpg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი ახალგორის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°07′00″ ჩ. გ. 44°29′00″ ა. გ. / 42.11667° ჩ. გ. 44.48333° ა. გ. / 42.11667; 44.48333
ადრეული სახელები ლენინგორი (1934-1990)
ამჟამინდელი სტატუსი 1960
ფართობი 7 კმ²
ცენტრის სიმაღლე 788 მეტრი
მოსახლეობა 2500 კაცი (2002)
სატელეფონო კოდი +995 342
საფოსტო ინდექსი 0600<
ოფიციალური საიტი akhalgori.org.ge
ახალგორი — საქართველო
ახალგორი

გეოგრაფიარედაქტირება

მდებარეობს ალევის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ქსნის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 800 მ., კასპიდან 35 კმ, თბილისიდან 67 კმ, ცხინვალიდან 110 კმ. ახალგორში ზომიერად ნოტიო ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 9,6°C, იანვრისა -1,6°C, ივლისისა 20,3°C. აბსოლუტური მინიმუმი -28°C, აბსოლუტური მაქსიმუმი 38°C. ნალექები 730 მმ წელიწადში.

ისტორიარედაქტირება

1934-1990 წლებში ეწოდებოდა ლენინგორი. 1960 წელს მიენიჭა დაბის სტატუსი. ლენინგორის სადაბო საბჭო აგრეთვე მოიცავდა სოფლებს დოლიანი, იკოთი და მოსაბრუნი. დაბაში მოქმედებდა ხე-ტყის, ყველ-კარაქის, ხილის წვენების და ლიმონათის ქარხნები, სამკერვალო და ავტოსატრანსპორტო საწარმოები, სტამბა, მეცხოველეობის და სატყეო მეურნეობები, კინოთეატრი და საავადმყოფო.

ახალგორის ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში ცხოვრობდა. XIV საუკუნიდან შედიოდა ქსნის საერისთავოში. 1569 წელს სიმონ I-მა ერისთავებს ღალატის გამო ახალგორი ჩამოართვა, თუმცა ერისთავებმა ის მალე დაიბრუნეს. XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე ქსნის საერისთავოს ცენტრი ქვენიფნევიდან ახალგორში გადაიტანეს, აშენდა ციხე-დარბაზები. ახალგორს ჰქონდა მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები საქართველოს სხვა მხარეებთან, ასევე ჩრდილოეთ კავკასიასთან. ცნობილი იყო ახალგორული ხელოსნური ნაწარმი. იყო ქსნის საერისთავოს კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი. აქ მოღვაწეობდნენ იესე ერისთავი, ელიზბარ ერისთავი და სხვები.

ქართულ-ოსური კონფლიქტის შემდეგ დარჩა საქართველოს იურისდიქციაში. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ მოახდინა მისი ოკუპაცია, შეიყვანა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში და ხელახლა უწოდა ლენინგორი.

მოსახლეობარედაქტირება

2002 2449

ლიტერატურარედაქტირება

  • ზარდალიშვილი გ., გვასალია ჯ., მენაბდე ლ., საღარაძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 170, თბ., 1983 წელი.

სქოლიორედაქტირება