ქვენიფნევიშუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში (ახლანდელი ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფ. ლარგვისის სამხრეთით 3 კმ-ზე). ნანგრევებიღაა შემორჩენილი. XVI საუკუნის დამლევამდე იყო ცხრაძმისხევის ერისთავთა რეზიდენცია. აქედანვეა აქაურ ერისთავთა ზედწოდება — ქვენიფნეველი.

ქვენიფნევი კონტროლს უწევდა მდინარე ქსანზე გამავალ გზას და უზრუნველყოფდა ხეობის ზედა ნაწილის თავდაცვისუნარიანობას. მატიანეში „ძეგლი ერისთავთა“ (XIV–XV სს. მიჯნა) XIV საუკუნის დასაწყისის მოვლენების თხრობისას აღნიშნულია, რომ აქ იყო მოზრდილი ციხე, რომლის აღება მეფე დავით VIII-მ ვერ მოახერხა. ზღუდის შიგნით იდგა სასახლე და ეკლესია, აგებული ერისთავების ლარგველ შალვას ძისა და ქვენიფნეველ ვირშელის ძის მიერ.

ქვენიფნევი ნაგებობათა რთული კომპლექსი იყო. მისი მიწისზედა ნაშთები ცუდადაა შემორჩენილი. გალავანი კვადრატულია (60×60), სამხრეთ-დასავლეთით კოშკია, ჩრდილო-აღმოსავლეთით — სწორკუთხა გეგმის დიდი შენობის ნანგრევები, გალავნის გარეთ — დანგრეული მცირე დარბაზული ეკლესია (ფრესკათა ფრაგმენტებით).

ლიტერატურა

რედაქტირება