ციხესიმაგრეშენობა (ან შენობების კომპლექსი), რომელისაც აქვს საცხოვრებელი და სამხედრო ფუნქციები (ჰქონდა). ციხესიმაგრეების უმეტესობა დღემდე შემორჩა და ითვლება ისტორიული ძეგლად.

სურამის ციხე
ციხესიმაგრე საფრანგეთში

ციხესიმაგრეებს ჰქონდათ გარშემორტყმული გალავანი მტრებისგან დასაცავად. ციხესიმაგრეების დაპყრობა ხდებოდა მიწებზე ძალაუფლების მოპოვების მიზნით. ციხესიმაგრეების კონსტრუქცია მუდმივად იცვლებოდა, ემატებოდა ახალი ხრიკები თავდამსხმელების მოსაგერიებლად, მაგალითად მდუღარე წყალი (ან ზეთი) რომელსაც სპეციალური ხვრელებიდან ასხამდნენ და მტრებს ბუგავდნენ. თუმცა თავდამსხმელ მხარესაც ჰქონდა უამრავი ხრიკი როგორიცაა გვირაბის გაყვანა. ციხესიმაგრის დაპყრობა ხდებოდა ორი გზით: ალყის შემორტყმა და იქ გაჩერება სანამ თავდამცველ მხარეს საკვები არ გამოელეეოდა და არ დანებდებოდა (ეს თვეები გრძელდებოდა) ან შიგნით შეღწევა და დაცვის განადგურება. თუმცა საკმაოდ ბევრ ციხესიმაგრეს ალყა არასოდეს გადაუტანია.

ზოგჯერ ციხე-კოშკის გარშემო წყლის ზღუდე იყო, რომ მტრები არ შეღწეულიყვნენ ციხესიმაგრეში, ციხესიმაგრეებს ჰქონდათ გარე ეზო, სადაც მდებარეობდა საჯიბნოები, სახელოსნოები და სხვა, ციხესიმაგრის ცენტრი — შიდა ეზო კი მოიცავდა დარბაზს, სამლოცველოს და სამზარეულოს ფეოდალისთვის.

ფუნქციები

რედაქტირება
  • სამხედრო (საომარი ოპერაციების ცენტრი, საომარი მდგომარეობის კონტროლის ადგილი)
  • ადმინისტრაციულ-პოლიტიკური (ქვეყნის ადმინისტრაციული, სამართავი ადგილი)
  • კულტურული

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გამომცემლობა პალიტრა L ეს სამყაროა ტ. რაინდები და ციხე-კოშკები გვ 22-24, 26, 2010. ISBN 978-99940-42-84-5