ალევის ქედი[1] ან ლომის-ალევის ქედი — ქედი საქართველოში, დუშეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებში. წარმოადგენს კავკასიონის სამხრეთ შტოს. არხის ქედით უერთდება მთავარი წყალგამყოფი ქედის ტოტს — ხარულის ქედს. ალევის ქედი მდინარეების ქსნისა და არაგვის წყალგამყოფია. იწყება მექეთის მწვერვალთან, რომელიც ქედის უმაღლესი წერტილია (2937 მ). ქედზე აღმართულია მწვერვალები: შელი (2579 მ), მუნჯუხი (2685 მ), ყურყუტა (2681 მ), ლომისისმთა (2452 მ) და სხვა.

ალევის ქედი
მექეთი (მარჯვნივ) და შელი (მარცხნივ)
მექეთი (მარჯვნივ) და შელი (მარცხნივ)
კოორდინატები: 42°12′00″ ჩ. გ. 44°37′00″ ა. გ. / 42.20000° ჩ. გ. 44.6166694° ა. გ. / 42.20000; 44.6166694
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
უმაღლესი წერტილი მექეთი
სიმაღლე 2937 
ალევის ქედი — საქართველო
ალევის ქედი

ალევის ქედი სამხრეთით ბოლოვდება ლორწიმის კლდის (ალევის კლდის) მასივით (1973 მ). მაღლა ქედზე სუბალპური და ალპური მდელოებია, ქვემოთ — ფართოფოთლიანი ტყეები.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება