მუნჯუხი
მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
მუნჯუხი, მუნჯუხე[1] — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე.[1] მდებარეობს ალევის ქედზე, მდინარე ქსნის მარცხენა შენაკადის — ცხრაძმულის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2685 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. აქვს დამრეცი კალთები, შემოსილია სუბალპური მდელოებით.
მუნჯუხი | |
---|---|
მუნჯუხის ხედი (ცენტრში) სოფ. ქუმლიხციხიდან | |
კოორდინატები: 42°22′52″ ჩ. გ. 44°33′44″ ა. გ. / 42.38111° ჩ. გ. 44.56222° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი ახალგორის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2685 მ |
ქედი | ალევის ქედი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი და ქვიშაქვა |
სურათები ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 197.