ყურყუტას მთა
მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
ყურყუტას მთა — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ალევის ქედზე, მდინარე ცხრაძმულის (ქსნის მარცხენა შენაკადი) სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2681,4 მ. მისგან სამხრეთით ამავე სახელწოდების მეორე მთაა, რომლის სიმაღლეა 2575 მ. ორივე მთა აგებულია უმთავრესად ცარცული ნალექებით. მთების კალთები ზომიერად ციცაბოა და შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულით.
ყურყუტას მთა | |
---|---|
კოორდინატები: 42°22′26″ ჩ. გ. 44°36′21″ ა. გ. / 42.37389° ჩ. გ. 44.60583° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი ახალგორის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2681,4 მ |
ქედი | ალევის ქედი |
ლიტერატურა
რედაქტირება- დევდარიანი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 665.