ლომისისმთა
ლომისისმთა — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. მდებარეობს მდინარეების ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ალევის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში. სიმაღლე 2452 მ. აგებულია ზედაიურული ფლიშით. შემოსილია სუბალპური მდელოებით, ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე ფოთლოვანი ტყეა. ლომისისმთის თხემზე არის მთიულეთის ისტორიული სალოცავი ლომისა.
ლომისისმთა | |
---|---|
![]() ლომისისმთა და სოფელი ზემო მლეთა | |
კოორდინატები: 42°24′42″ ჩ. გ. 44°29′02″ ა. გ. / 42.41167° ჩ. გ. 44.48389° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი ახალგორის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2452 მ |
ქედი | ალევის ქედი |
![]() |
ლიტერატურა რედაქტირება
- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 286.