მექეთი
მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
მექეთი — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ახალგორისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ალევის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2937 მ. აგებულია შუაიურული თიხაფიქლებით, ქვიშაქვებითა და კირქვებით. დამახასიათებელია ნაზი რელიეფი. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით.
მექეთი | |
---|---|
![]() მექეთის ხედი გუდაურიდან | |
კოორდინატები: 42°27′49″ ჩ. გ. 44°25′10″ ა. გ. / 42.46361° ჩ. გ. 44.41944° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ახალგორის მუნიციპალიტეტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2937 მ |
ქედი | ალევის ქედი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი, ქვიშაქვა და კირქვა |
![]() |
ლიტერატურა
რედაქტირება- ნემანიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 628.