ბარძიმი
ბარძიმი — მაღალფეხიანი სასმისი, ქრისტიანული ეკლესიის „სიწმინდის ჭურჭელთაგანი“. იხმარება ზიარების რიტუალის შესრულებისას. სიმბოლური მნიშვნელობით — იესო ქრისტეს სასმისი საიდუმლო სერობაზე. საქართველოს ეკლესიებში ჰქონდათ ოქროს (მაგ., ბედიისა X ს.), აგრეთვე ვერცხლის, ბროლისა და სხვა ბარძიმები. წმ. მამა გერმანე კონსტანტინეპოლელი ასე განმარტავს მის მნიშვნელობას: „ტაკუკი არის გამოსახსნელი სასმისი, რაც უფალმა უბოძა მის მოწაფეებს სერობის ჟამს. ზოგჯერ ბარძიმი ნაცვალია ტაკუკისა. მასში ღვთის ძემ და „სიბრძნემ“ ღვინის ნაცვლად თავისი სისხლი განაზავა, შემდეგ წმინდა ტრაპეზზე დადგა იგი და ეს თქვა: განზავებული ღვინის წილ „სუთ ამისგან ყოველთა, მისატევებელად ცოდვათა და ცხოვრებად საუკუნოდ“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 219.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: