ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ყოფილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო — საქართველოს სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელი (მინისტრი) საქართველოს მთავრობის წევრია. პასუხისმგებელია ჯანმრთელობის სისტემის რეგულირებაზე, შრომის საკითხებზე და სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გამართულ მუშაობაზე საქართველოში, ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
სამინისტროს ლოგო
სამინისტროს ლოგო
უწყების შესახებ
წინამორბედი უწყება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
საიტი
www.moh.gov.ge

სტრუქტურა

სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ინიშნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ. მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან მინისტრის წინაშე. სამინისტრო შედგება დეპარტამენტებისგან. სამინისტროს ძირითადი ფუნქციაა უზრუნველყოს მოსახლეობის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება და ჯანდაცვა; დაარეგულიროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობა ქვეყანაში; სახელმწიფო პენსიის მართვა, სოციალური დაცვა, ბავშვთა უფლებების დაცვა. სამინისტროს აქვს უფლება დაარეგულიროს ყოველი სამედიცინო საქმიანობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათი ხელმძღვანელობის მხრიდან. ერთიანი სახელმწიფო სოციალური დაზღვევის ფონდი და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მთავარი დაფინანსების წყარო.

ბოლო წლების განმავლობაში, სამინისტრო ახორციელებს საავადმყოფოების ქსელის გაფართოებას, დაგეგმილია 46 ახალი საავადმყოფოს დასრულება 2011 წლის ბოლოსთვის.

საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისრები

საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისარი (შემდგომში მინისტრი)

საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრები

საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრები

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრები

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (2018 წლის 14 ივლისი #3141–რს) საქართველოს კანონის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო გაუქმდა და სოციალური პოლიტიკა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაეცა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

რესურსები ინტერნეტში