საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო — წარსულში ცნობილი, როგორც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, საქართველოს სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელი (მინისტრი) საქართველოს მთავრობის წევრია. სამინისტრო პასუხისმგებელია სახელმწიფო პოლიტიკის რეგულირების ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა, რეპატრიანტთა, სტიქიით დაზარალებულთა და მათი განსახლების საკითხებში, ასევე მიგრაციულ კონტროლზე ქვეყანაში.
საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო | |
ლოგო | |
უწყების შესახებ | |
---|---|
წინამორბედი უწყება | საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო |
მთავარი სამმართველო | თამარაშვილის ქუჩა N 15ა, თბილისი, საქართველო 0177
|
მინისტრი | სოზარ სუბარი |
საიტი | |
www.mra.gov.ge |
სტრუქტურა
სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელსაც ეხმარება პირველი მოადგილე და სამი მინისტრის მოადგილე. სამინისტრო მეთვალყურეობას უწევს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას შესაბამისად 1-ლი მუხლის მე-17 კანონისა, საქართველოს "მთავრობის სტრუქტურის, მისი უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ". მას აქვს ოთხი ფუნქციონირების თავები:
- აჭარა და სამეგრელო-ზემო სვანეთი;
- იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი;
- ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი და კახეთი;
- შიდა ქართლი და სამცხე-ჯავახეთი.
ხელისუფლების მოსაზრებით, საქართველოში იყო დაახლოებით 251 000 იძულებით გადაადგილებული პირი ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების შემდეგ, რიცხობრიობა გაიზარდა თითქმის 26 000-ით 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ. სამინისტროს აღმოჩნდა მედიის ყურადღების ცენტრში, როდესაც მან სცადა თბილისიდან გასახლება 1500 იძულებით გადაადგილებულ პირთა სოფლად, შესთავაზა რა 10 000 აშშ დოლარი ან ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ თითოეულ ოჯახს.
მინისტრები
მინისტრი | დანიშვნის თარიღი | უფლებამოსილების შეჩერების თარიღი |
---|---|---|
ვალერიან ვაშაკიძე | 21 დეკემბერი, 1995 | 28 ნოემბერი, 2001 |
ვალერიან ვაშაკიძე (მეორეჯერ) | 28 ნოემბერი, 2001 | 23 დეკემბერი, 2003 |
ეთერ ასტემიროვა | 23 დეკემბერი, 2003 | 4 ნოემბერი, 2005 |
გიორგი ხევიაშვილი | 7 ნოემბერი, 2005 | 22 ნოემბერი, 2007 |
კობა სუბელიანი | 22 ნოემბერი, 2007 | 6 მაისი, 2008 |
თამარ მარტიაშვილი | 6 მაისი, 2008 | 29 ოქტომბერი, 2008 |
კობა სუბელიანი (მეორეჯერ) | 29 ოქტომბერი, 2008 | 4 ივლისი, 2012 |
დალი ხომერიკი | 4 ივლისი, 2012 | 1 ოქტომბერი, 2012 |
დავით დარახველიძე | 1 ოქტომბერი, 2012 | 26 ივლისი, 2014 |
სოზარ სუბარი | 26 ივლისი, 2014 | 21 ივნისი, 2018 |
სოზარ სუბარი | 21 ივნისი, 2018 | 14 ივლისი, 2018 |
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (2018 წლის 14 ივლისი #3141–რს) საქართველოს კანონის შესაბამისად, უწყება გაუქმდა და მისი ფუნქციები სამ სამინისტროზე გადანაწილდა. დევნილთათვის განსახლების ფუნქცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავიდა, მიგრაციის კომპონენტი შსს-მ შეითავსა, ხოლო სოციალური პოლიტიკა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაეცა.