გიორგი ხევიაშვილი

გიორგი ხევიაშვილი (დ. 5 მარტი, 1964, რუსთავი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს 3 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995, 1999, 2004),[1] ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი 2005-2007 წლებში.

გიორგი ხევიაშვილი
დაბადების თარიღი 5 მარტი, 1964 (1964-03-05) (60 წლის)
დაბადების ადგილი რუსთავი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

ბიოგრაფია რედაქტირება

1981-1982 წლებში მუშაობდა რუსთავის სარემონტო სამმართველოში მუშად. 1982 წლის მარტიდან 1984 წლის დეკემბრამდე მუშაობდა კრწანისის მეღორეობის კომპლექსში მუშად.

1984-1986 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური. 1987-1989 წლებში მუშაობდა რუსთავის ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში. 1993-1995 წლებში იყო საიჯარო ფერმერული მეურნეობის მმართველი.

1994 წელს დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის ზოოსაინჟინრო ფაკულტეტი; 1995 წელს დაასრულა ისრაელის სინატკას საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო კურსები. 1996-2000 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის სპეციალობით.[2]

1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “. 2004-2005 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“.

2005-2007 წლებში იყო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი.[3] 2014 წლიდან არის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. გიორგი ხევიაშვილი. საქართველოს პარლამენტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-18. ციტირების თარიღი: 5 თებერვალი, 2018.
  2. ხევიაშვილი გიორგი. ციტირების თარიღი: 5 თებერვალი, 2018.[მკვდარი ბმული]
  3. პარლამენტს მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარუდგინეს. Civil.ge (22 ივლისი, 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-04. ციტირების თარიღი: 5 თებერვალი, 2018.