კობა სუბელიანი (დ. 3 ოქტომბერი, 1979, საჩხერე[1]) — ქართველი პოლიტიკოსი და თეოლოგი. 2008-2012 წლებში საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი.

კობა სუბელიანი
დაბადების თარიღი 3 ოქტომბერი, 1979 (1979-10-03) (45 წლის)
დაბადების ადგილი საჩხერე
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სასულიერო აკადემია
ეროვნება ქართველი

ბიოგრაფია

რედაქტირება

კობა სუბელიანი დაიბადა 1978 წლის 3 ოქტომბერს. 1999 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, 2004-ში — თბილისის სასულიერო აკადემია. 1998-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს საპატრიარქოს სხვადასხვა განყოფილებებში. 1994 წლიდან იყო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სტიქაროსანი. 2004 წლის ოქტომბრიდან 2005 წლის მაისამდე მუშაობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდის აღმასრულებელ დირექტორად.

2005 წლის მაისიდან 2005 წლის აგვისტომდე — პრეზიდენტის ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად. 2005 წლის აგვისტოდან 2007 წლის ნოემბრამდე — თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსად. 2007 წლის ნოემბერიდან დაინიშნა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრად. 2008 წლის 7 ივნისიდან 14 ნოემბრამდე იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“ და იმავე წლის ნოემბრიდან დაბრუნდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის თანამდებობაზე. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. კობა სუბელიანი — ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-18. ციტირების თარიღი: 2020-11-12.