ვალერიან ვაშაკიძე

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვაშაკიძე.
ეს სტატია პოლიტიკოსს ეხება. რევოლუციონერის შესახებ იხილეთ ვალერიან ვაშაკიძე (რევოლუციონერი).

ვალერიან ვაშაკიძე (დ. 1 მარტი, 1957, ქალაქი, ქუთაისი) — ქართველი თანამდებობის პირი, ისტორიკოსი, მეცნიერი, პოლიტიკოსი.

ვალერიან ვაშაკიძე
საქართველოს რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 დეკემბერი, 1995 – 23 დეკემბერი, 2003
პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე
პრემიერ-მინისტრი  გიორგი არსენიშვილი
ავთანდილ ჯორბენაძე
ზურაბ ჟვანია
მემკვიდრეეთერ ასტემიროვა

დაბადებული1 მარტი, 1957 (1957-03-01) (67 წლის)
ქუთაისი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიასაქართველოს მოქალაქეთა კავშირი
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი
პროფესიაისტორიკოსი

1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი და 1983 წელს ასპირანტურა.

1973-1974 წლებში მუშაობდა მაუდ-კამვოლის კომბინატში მუშა-მეკუჭნავედ. 1979 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას, იყო ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1992 წელს სახელმწიფო საბჭოს წევრი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ილია ჭავჭავაძის საზოგადოება“. ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტის თავმჯდომარე. 1995 წლის 21 დეკემბრიდან — 2003 წლის 23 დეკემბრამდე იყო ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი. 40 სამეცნიერო ნაშრომისა და ორი მონოგრაფიის ავტორი.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

რედაქტირება

ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, წევრი (1987) ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტი, თავმჯდომარე (1992-1995)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება

ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – გვ. 126, თბ., 1998-1999

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება