ვალერიან ვაშაკიძე (რევოლუციონერი)
ვალერიან ათანასეს ძე ვაშაკიძე (ფსევდონიმი — ლაზი) (დ. 5 დეკემბერი, 1882, სოფ. დიდი ჯიხაიში, — გ. 1938) — ქართველი რევოლუციონერი, ბოლშევიკი.
ბიოგრაფია
რედაქტირებამუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარ სახელოსნოში. 1905-1907 წლებში მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში. რეაქციის (1908-1910) დროს იყო თბილისის ბოლშევიკური კომიტეტის წევრი. იბრძოდა მენშევიკების წინააღმდეგ. 1911 წელს დააპატიმრეს და ჩასვეს მეტეხის ციხეში. 1913 წელს გადაასახლეს ირკუტსკის გუბერნიაში, საიდანაც 1915 წელს გაიქცა; არალეგალურად მუშაობდა ირკუტსკის მაღაროს მუშებში, მონაწილეობდა ჩერემხოვოს მუშათა დეპუტატების საბჭოს შექმნაში. 1917 წელს დაბრუნდა თბილისში, სადაც აირჩიეს ამიერკავკასიის რკინიგზელთა პროფკავშირის ცკ-ის, 1918 წელს რსდმპ(ბ) თბილისის საგუბერნიო კომიტეტის, 1919 წელს რკპ(ბ) ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტის წევრად. 1920 წელს იყო კომინტერნის II კონგრესის დელეგატი საქართველოდან. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ ხელმძღვანელი თანამდებობები ეკავა. იყო ამიერკავკასიის სფსრ და საქართველოს სსრ ცაკის წევრი, საქართველოს სსრ სოციალური უზრუნველყოფის სახალხო კომისარი. 1937 წლის რეპრესიების დროს დააპატიმრეს. გარდაიცვალა დაკითხვის დროს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 327.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვალერიან ვაშაკიძე (რევოლუციონერი) — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- Вашакидзе Валериан Афанасьевич / Деятели революционного движения в России : Био-библиографический словарь : От предшественников декабристов до падения царизма / Под ред. Вл. Виленского-Сибирякова, Феликса Кона, А. А. Шилова [и др.] ; Т. 5 : Социал-демократы. 1880-1904 : Вып. 2 : В - Гм / Составлен Э. А. Корольчук, Ш. М. Левиным ; Под ред. В. И. Невского. - 1933.