დიდი ჯიხაიში

სოფელი საქართველოში, სამტრედიის მუნიციპალიტეტში.

დიდი ჯიხაიშისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის სამტრედიის მუნიციპალიტეტში (თემის ცენტრი), მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. ზღვის დონიდან 40 მეტრი, სამტრედიიდან 12 კილომეტრი, ქუთაისიდან 20 კმ., იანეთიდან (რკინიგზის უახლოესი სადგური) 6 კმ.

სოფელი
დიდი ჯიხაიში

ნამოსახლარი გორიკა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი სამტრედიის მუნიციპალიტეტი
თემი დიდი ჯიხაიში
კოორდინატები 42°13′32″ ჩ. გ. 42°25′59″ ა. გ. / 42.22556° ჩ. გ. 42.43306° ა. გ. / 42.22556; 42.43306
პირველი ხსენება XVIII საუკუნე
ადრეული სახელები ჯიხაიში
ცენტრის სიმაღლე 40
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 3359[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დიდი ჯიხაიში — საქართველო
დიდი ჯიხაიში
დიდი ჯიხაიში — იმერეთის მხარე
დიდი ჯიხაიში
დიდი ჯიხაიში — სამტრედიის მუნიციპალიტეტი
დიდი ჯიხაიში

დიდი ჯიხაიში წყაროებში პირველად ვახუშტი ბატონიშვილის რუკებზეა აღნიშნული, შემორჩენილია რამდენიმე გორა-ნამოსახლარი, ე. წ. გორიკა. 1926 წლისთვის სოფლის მოსახლეობა შეადგენდა 8281 ადამიანს, ხოლო ფართობი 33,2 კმ²-ს. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა, მეცხოველეობა, მეაბრეშუმეობა, მემარცვლეობა.

დემოგრაფია

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა
1926 8281
2002 4552  
2014 3359  

განათლება

რედაქტირება

სოფელში არის ორი საჯარო სკოლა, ორი ბაგა-ბაღი და ერთი პროფესიული სწავლების ცენტრი და ერთი სამუსიკო სკოლა.

N1 საჯარო სკოლა

რედაქტირება
 

სკოლა დიდ ჯიხაიშში დაარსდა 1873 წელს. თავდაპირველად ორკლასიანი სასწავლებელი მოგვიანებით ოთხკლასიანად გადაკეთდა. სწავლების ენა იყო რუსული. საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში აქ არსებობდა პროგიმნაზია და გიმნაზია. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ფუნქციონირებდა შვიდწლიანი სკოლა, რომელიც 1931 წელს გადაკეთდა საშუალო სკოლად. 2006 წელს ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლას შეუერთდა ყაზბეგის უბანში არსებული N2 საბაზო სკოლა.

N3 საჯარო სკოლა

რედაქტირება

გიორგი ნიკოლაძის სახელობის №3 სკოლა დაარსდა 1943 წ. თავდაპირველად იგი იყო ოთხწლედი, სადაც წლების განმავლობაში სწავლობდნენ წერა-კითხვის არმცოდნე ასაკოვანი ადამიანებიც. მოგვიანებით სკოლა გადაკეთდა საბაზოდ.

პროფესიული სასწავლებელი

რედაქტირება
 

დიდი ჯიხაიშის ნ. ნიკოლაძის სახელობის პროფესიული სწავლების ცენტრის დაარსება უკავშირდება ნიკო ნიკოლაძეს, რომელმაც 1923 წელს თავისი კარმიდამო საზოგადოებრივ სარგებლობაში გადასცა სოფელს და სწორედ აქ 1925 წლის ოქტომბერში გაიხსნა სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი. 1930 წლის ოქტომბერში სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი გადაკეთდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმად. 1967 წელს მას მიენიჭა ნიკო ნიკოლაძის სახელი. 1993 წელს სასოფლო - სამეურნეო ტექნიკუმი გადაკეთდა აგრარულ-ეკონომიურ კოლეჯად.

2007 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ის გარდაქმნა სსიპ დიდი ჯიხაიშის ნიკო ნიკოლაძის სახელობის პროფესიული სწავლების ცენტრად და შეუერთა ყოფილი სამტრედიის მრავალდარგოვანი ლიცეუმი, კულაშის ზოოვეტერინარული კოლეჯი და ვანის პროფესიული სასწავლებლი.[2] დაიხურა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2010 წელს და გაიხსნა 2013 წლის დასაწყისში. ის დღესდღეობით წარმოადგენს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და არის მისი ფილიალი იმერეთის რეგიონში.

სასწავლებლის საქმიანობის განუყოფელ ნაწილად ითვლებოდა და დღესაც ითვლება სპორტი. სასწავლებელთან მოქმედებს ფრენბურთელ ქალთა გუნდი „ჯიკო", რომელიც ფრენბურთში საქართველოს ათგზის ჩემპიონია. საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ეროვნული ნაკრების ბირთვს „ჯიკოს" მოთამაშეები შეადგენენ.

 
ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი

სოფელში დგას ნიკო ნიკოლაძის სახლი. დიდ ჯიხაიშში დაიბადა მისი შვილი, ქართველი სპორტსმენი გიორგი ნიკოლაძე.

ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი დაარსდა 1947 წლის 29 ივნისს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით. 1951 წლის 1 ივლისს ის საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. 1958 წელს მუზეუმის ერთ ოთახში განთავსდა ნიკო ნიკოლაძის ვაჟის გიორგი ნიკოლაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი გამოფენა. 1972 წლიდან იმართება ყოველწლიურ სახალხო დღესასწაულად "ნიკოობა" - "ნიკო ნიკოლაძის დღედ". მუზეუმი დღიდან დაარსებისა დაახლოებით 3 მილიონამდე ადამიანმა დაათვალიერა.

მუზუმი განთავსებულია ნიკო ნიკოლაძის საცხოვრებელ სახლში, რომელიც 1886 აშენდა და შემდეგ სამჯერ გადაკეთდა. სახლმა საბოლოო სახე 1910-იან წლებში მიიღო შვედი არქიტექტორის ფრიდის პროექტის მიხედვით. სახლი გადახურულია მარსელიდან ჩამოტანილი კრამიტით, რომელიც რამდენიმე ადგილას სარკმლის მოვალეობასაც ასრულებს. სახლის აივნები, მარანი, სარდაფი და სხვა მოგებულია ევროპიდან ჩამოტანილი, რუსეთის იმპერიაში სახლმშენებლობაში პირველად გამოყენებული ბეტონით.

დღეს მუზეუმის ფონდი მოიცავს 1340-ზე მეტ ძირითად ექსპონატს. მუზეუმს აქვს მდიდარი წიგნადი ფონდი და ბიბლიოთეკა.

მუზეუმში უპირველეს ყოვლისა ყურადღებას იქცევს საქართველოში პირველი და ერთადერთი ქარის ძრავა, რომელიც ნიკო ნიკოლაძემ 1910 წელს ააგო. ამ ნაგებობით წყალი მექანიკურად ამოიტუმებოდა ჭიდან და ყველა შენობა-ნაგებობასა და ნათესებს წყლით ამარაგებდა. ასევე აღსანიშნავია პარიზში ნიკოლაძის სპეციალური შეკვეთით დამზადებული მზის საათი სოფელ ჯიხაიშისთვის, რომელზეც აღნიშნულია სოფლის მერიდიანები. სხვა ნივთებს შორისაა ნიკოლაძის მიერ სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის ბერლინიდან, დრეზდენიდან, ლონდონიდან, კოპენჰაგენიდან, ცინცინატიდან, პარიზიდან, ჩამოტანილი საოჯახო და სასოფლო-სამეურნეო ნივთები.

მუზეუმის ეზოში ჯერ კიდევ შემორჩენილია ნიკოს მიერ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი ენდემური ჯიშის ხეები: სამხრეთ ამერიკიდან ჩამოტანილი სექვოია, ამერიკული კაკლის ხე, საპნის ხე, კორპის მუხა, ჰიმალაის კედარი, ვაზის სხვადასხვა ფრანგული ჯიშები.

სოფლის მოსახლეობა მართლმადიდებელი ქრისტიანია. სოფელში სამი ეკლესია მოქმედებს.

ცნობილი ადამიანები

რედაქტირება

სოფელში დაიბადნენ

საინტერესო ფაქტები

რედაქტირება

დიდ ჯიხაიშში გადაღებულია ქართული მხატვრული ფილმი იმერული ესკიზები

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს N1111 ბრძანება, 15.11.2007