სეკვოია
(გადამისამართდა გვერდიდან სექვოია)
სეკვოია (Sequoia) — მარადმწვანე წიწვოვანი ხეების გვარი ტაქსოდიუმისებრთა ოჯახისა. ერთადერთი თანამედროვე სახეობა — მარადმწვანე სეკვოია (Sequoia sempervirens) — მაღალი, (სიმაღლე 110 მ, დიამეტრი 5-8 მ-მდე) ერთსახლიანი ხეა. გაშლილი და ლამაზი ვარჯი აქვს. ბრტყელ წიწვებს ქვევიდან ორი თეთრი ზოლი გასდევს და ტოტებზე ორმხრივადაა გაწყობილი.
სეკვოია | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Sequoia | ||||||||||||||
|
ველურად იზრდება კალიფორნიასა და სამხრეთ ორეგონის მთებში, სადაც ქმნის ტყეებს. დეკორატიული მცენარეა. მოშნებულია ბაღ-პარკებში დასავლეთი ევროპის სამხრეთ ნაწილში. (საქართველოში — სოხუმი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, წინანდალი და სხვაგან). სწრაფმზარდია. ცოცხლობს 2000 წელზე მეტს. ნამარხი სეკვოია ნაპოვნია ევროპასა და აზიაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- აბაშიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 273.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Most Complete & Current Tallest Redwoods List Sponsored by the Tall Trees Club
- Gymnosperm Database - Sequoia sempervirens champions
- US National Park Service დაარქივებული 2006-07-11 საიტზე Wayback Machine. About the Trees
- Humboldt Redwoods State Park (CA) Humboldt Redwoods Interpretive Association
- Muir Woods National Monument