ცინცინატი
ცინცინატი[4] (ინგლ. Cincinnati) — ქალაქი აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილში, ოჰაიოს შტატში. ჰამილტონის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი მდებარეობს ოჰაიოს შტატის სამხრეთ-დასავლეთით მდინარე ოჰაიოს ნაპირას, ოჰაიო-კენტუკის საზღვართან.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ცინცინატი ინგლ. Cincinnati | |||||
| |||||
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები | ||||
შტატი | ოჰაიო | ||||
ოლქი | ჰამილტონი | ||||
კოორდინატები | 39°06′00″ ჩ. გ. 84°30′45″ დ. გ. / 39.10000° ჩ. გ. 84.51250° დ. გ. | ||||
მმართველი | Aftab Pureval[1] | ||||
დაარსდა | 1788[2] | ||||
ფართობი | 204.589872 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 147±1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 309 317 (1 აპრილი, 2020)[3] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-5, ზაფხულში UTC-4 | ||||
სატელეფონო კოდი | 513 | ||||
ოფიციალური საიტი | https://www.cincinnati-oh.gov/ | ||||
302 605 მცხოვრებით (2018, შეფასება) ცინცინატი არის სიდიდით მესამე ქალაქი ოჰაიოს შტატში (კოლუმბუსის და კლივლენდის შემდეგ) და 65-ე ქალაქი აშშ-ში.[5]
ნავსადგური მდინარე ოჰაიოზე. სარკინიგზო და საავტომობილო გზების კვანძი. აშშ-ის დიდი სამრეწველო, სავაჭრო-საფინანსო და კულტურული ცენტრი. განვითარებულია მანქანათსაშენი, ლითონდასამუშავებელი, ქიმიური და კვების მრეწველობა. ცინცინატი ჩარხთმშენებლობის, ელექტროტექნიკური და რადიოელექტრონული მრეწველობის, ავიაძრავების, რაკეტების, საყოფაცხოვრებო ხელსაწყოებისა და მანქანების, სამრეწველო მოწყობილობების წარმოების ერთ-ერთი წამყვანი ცენტრია. ავეჯისა და ქაღალდის მრეწველობა, პარფიუმერიის, მედიკამენტების წარმოება.[4]
ქალაქში არის უნივერსიტეტი, ზოოპარკი (აშშ-ში სიძველით მეორე[6]). ცინცინატი დაარსდა 1788 წელს.[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.wcpo.com/news/local-news/hamilton-county/cincinnati/mayor-cranley-and-mayor-elect-pureval-give-covid-19-update
- ↑ Cincinnati Enquirer, The Cincinnati Enquirer — Cincinnati: 1841. — ISSN 2575-5706; 2575-5714
- ↑ 2020 United States Census / აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიურო
- ↑ 4.0 4.1 4.2 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 222.
- ↑ Annual Estimates of the Resident Population for Incorporated Places of 50,000 or More, Ranked by July 1, 2018 Population: April 1, 2010 to July 1, 2018. აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიურო, Population Division. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 13, 2020. ციტირების თარიღი: 23 მაისი, 2019.
- ↑ History, Mission and Vision – The Cincinnati Zoo & Botanical Garden. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 2, 2011. ციტირების თარიღი: 1 ივლისი, 2016.