ოჰაიო (მდინარე)

მდინარე აშშ-ში

ოჰაიო (ინგლ. Ohio) — მდინარე აშშ-ში; მდ. მისისიპის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 1580 კმ, აუზის ფართობი 528,1 ათ. კმ². წარმოიქმნება ქალაქ პიტსბურგთან მდინარეების ალეგეინისა და მონოგლაჰილის შეერთების შედეგად. ქალაქ ლუისვილამდე მიედინება აპალაჩების პლატოზე, შემდეგ — ცენტრალურ ვაკეებზე. ქალაქ კეიროსთან ჩაედინება მდინარე მისისიპიში. ძირითადი შენაკადებია: მასკინგემი, ჰოკინგი, საიოტო, გრეიტ-მაიამი, უაიტუოტერი, უობაში, სალინი (მარჯვენა); ლიტლ-კანოვა, კანოვა, გაიანდოტი, ბიგ-სანდი, ლიკინგი, კენტუკი, გრინ-რივერი, ტრეიდუოტერი, კამბერლენდი, ტენესი (მარცხენა). ოჰაიოს აუზი ძირითადად მდებარეობს ზომიერი კლიმატის სარტყელში, ქვემო წელი — სუბტროპიკულში. იკვებება შერეულად, უპირატესად თოვლისა და წვიმის წყლებით. მისისიპის ყველაზე წყალუხვი შენაკადია, მასზე მოდის მთელი მდინარის წყლის დაახლოებით 42%. წყლის საშუალო მრავალწლიური ხარჯი ქვემო წელზე (ქალაქ მეტროპოლისთან) 7750 მ³/წმ-ია (ჩამონადენის წლიური მოცულობა — 244 კმ³). წყალდიდობა ახასიათებს დეკემბრიდან მაისამდე (წლიური ჩამონადენის 74%), წყალმცირობა — ივნის-ნოემბერში (26%). ყველაზე უხვწყლიანი თვეა მარტი (წლიური ჩამონადენის 16%), მცირეწყლიანი — სექტემბერი (3%). პერიოდულად იცის ძლიერი წყალმოვარდნები; 1884, 1913, 1933, 1937, 1945, 1964, 1977 წლებში მათ კატასტროფული ხასიათი ჰქონდათ. 1937 წლის ექსტრემალური წყალმოვარდნის შემდეგ ოჰაიოზე აშენდა მისგან დამცავი ჯებირები.[1]

ოჰაიო
ინგლ. Ohio

სათავე პიტსბურგში
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ტერიტორიული ერთეულები პენსილვანია, დასავლეთი ვირჯინია, კენტუკი, ინდიანა, ილინოისი
ქალაქები პიტსბურგი, ამბრიჯი, სტიუბენვილი, უილინგი, მარიეტა, პარკერსბერგი, ჰანინგტონი, პორტსმუთი, ცინცინატი, მადისონი, ლუისვილი, ოუენსბორო, ევანსვილი, პადიუკა, კეირო
მარჯვენა შენაკადები მასკინგემი, ჰოკინგი, საიოტო, გრეიტ-მაიამი, უაიტუოტერი, უობაში, სალინი
მარცხენა შენაკადები ლიტლ-კანოვა, კანოვა, გაიანდოტი, ბიგ-სანდი, ლიკინგი, კენტუკი, გრინ-რივერი, ტრეიდუოტერი, კამბერლენდი, ტენესი
სათავე მდინარეების ალეგეინისა და მონოგლაჰილის შეერთება
40°26′32″ ჩ. გ. 80°00′52″ დ. გ. / 40.44222° ჩ. გ. 80.01444° დ. გ. / 40.44222; -80.01444
სათავის მდებარეობა პიტსბურგი
სათავის სიმაღლე 220 მ
შესართავი მისისიპი
36°59′12″ ჩ. გ. 89°07′50″ დ. გ. / 36.98667° ჩ. გ. 89.13056° დ. გ. / 36.98667; -89.13056
შესართავის მდებარეობა კეირო
შესართავის სიმაღლე 88 მ
სიგრძე 1580 კმ
აუზის ფართობი 528,1 ათ. კმ²
მდინარის სისტემა მისისიპიატლანტის ოკეანე
წყლის ხარჯი (საშ.) 7750 მ³/წმ

ოჰაიოს აუზი
ოჰაიო (მდინარე) — აშშ
ოჰაიო (მდინარე)
ოჰაიო (მდინარე)
— სათავე, — შესართავი
ოჰაიო ვიკისაწყობში

მდინარეზე აგებულია რაბები, სანაოსნოა მთელ სიგრძეზე. ოჰაიოს აუზში წყლის გზების საერთო სიგრძე დაახლოებით 4000 კმ-ია. ქალაქ ლუისვილის მიმდებარე რაიონში არსებული ჭორომების გამო გაყვანილია შემოვლითი არხები. მდინარის აუზში მდებარეობს დიდი წყალსაცავები, რომელთა დიდი ნაწილი არის ტენესიზე, კამბერლენდზე, გრინ-რივერის შენაკადებზე. წყალი დაბინძურებულია საწარმოთა ჩანადენებით. ოჰაიოზეა დიდი ქალაქები (სათავიდან ქვემოთ): პიტსბურგი, ამბრიჯი, სტიუბენვილი, უილინგი, მარიეტა, პარკერსბერგი, ჰანინგტონი, პორტსმუთი, ცინცინატი, მადისონი, ლუისვილი, ოუენსბორო, ევანსვილი, პადიუკა. მდინარე აღმოაჩინა და თითქმის მთელ სიგრძეზე გამოიკვლია ფრანგმა მოგზაურმა რენე-რობერ კავალიე დე ლა სალმა 1669 წელს.[1]

  1. 1.0 1.1 Михайлова М. В. Огайо // Большая российская энциклопедия. т. 23. — М., 2013. — стр. 645.