მისისიპი (ინგლ. Mississippi) — მდინარე აშშ-ში, ერთ-ერთი უდიდესი მდინარე მსოფლიოში. მისი სიგრძეა 3 734 კმ. აუზის ფართობი კი 2 981 076 კმ².

მისისიპი

მისისიპი
ეტიმოლოგია „დიდი მდინარე”
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ტერიტორიული ერთეულები მინესოტა, უისკონსინი, აიოვა, ილინოისი, მისური, კენტუკი, ტენესი, არკანზასი, მისისიპი, ლუიზიანა
ქალაქები მინეაპოლისი, სენტ-პოლი, ლა-კროსი, კვად-სიტიზი, სენტ-ლუისი, მემფისი, ბატონ-რუჟი, ახალი ორლეანი
მარჯვენა შენაკადები მინესოტა, დე-მოინი, მისური, უაიტ-რივერი, არკანზასი, სამხრეთის რედ-რივერი
მარცხენა შენაკადები სანტა-კრუს-რივერი, სენტ-კრუა, უისკონსინი, როკ-რივერი, ილიოისი, კასკასკია, ოჰაიო
სათავე აიტასკა
47°14′23″ ჩ. გ. 95°12′27″ დ. გ. / 47.23972° ჩ. გ. 95.20750° დ. გ. / 47.23972; -95.20750
სათავის მდებარეობა აიტასკის საშტატო პარკი, კლირუოტერი
სათავის სიმაღლე 450 მ
შესართავი მექსიკის ყურე
29°09′04″ ჩ. გ. 89°15′12″ დ. გ. / 29.15111° ჩ. გ. 89.25333° დ. გ. / 29.15111; -89.25333
შესართავის მდებარეობა პილოტ-ტაუნი, პლაკინი
შესართავის სიმაღლე 0 მ
სიგრძე 3 766 კმ
აუზის ფართობი 2 981 076 კმ²
წყლის ხარჯი (მინ.) 4 502 მ³/წმ
წყლის ხარჯი (საშ.) 16 792 მ³/წმ
წყლის ხარჯი (მაქს.) 86 791 მ³/წმ
მისისიპი — აშშ
მისისიპი
მისისიპი
— სათავე, — შესართავი
link=commons:Category:{{{Commons}}} მისისიპი ვიკისაწყობში

მისისიპი სათავეს იღებს მინესოტას შტატში (ქ. მინეაპოლისი, ქ. სენტ-პოლი), კანადის საზღვართან ახლოს და მიედინება აშშ-ის შუაგულში. გაივლის უისკონსინის, აიოვას (ქ. დანევპორტი), ილინოისის, მისურის (ქ. სენტ-ლუისი), კენტუკის, ტენესის (ქ. მემფისი), არკანზასისა და მისისიპის შტატებს. მდინარის ბოლო მდებარეობს ლუიზიანას (ქ. ბატონ-რუჟი) შტატში, ნიუ-ორლეანის სამხრეთით და ჩაედინება მექსიკის ყურეში, სადაც ქმნის დიდ და ფართო დელტას.

მისისიპის ბევრი შენაკადი აქვს. მისი აუზი მოიცავს აშშ-ის დიდ ნაწილს. მდინარის რამდენიმე მნიშვნელოვანი შენაკადია მდ. მინესოტა, მდ. უისკონსინი, მდ. ილინოისი, მდ. მისური, მდ. ოჰაიო, მდ. არკანზასი.

მისისიპი, აშშ-ის ისტორიაში, ტრანსპორტირების საშუალების უდიდეს როლს ასრულებდა. როდესაც აშშ-მა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მდინარე მისისიპიზე აშშ-ის დასავლეთ საზღვარი გადიოდა.

მისისიპის ბინადრებს დიდ საფრთხეს უქმნის ქიმიკატები, რომელებიც ფერმებიდან ჩაედინება მდინარეში და მის შენაკადებში და რომლებიც შემდეგ მექსიკის ყურეში გროვდება.

მდინარე საზრდოობს წვიმის წყლით და თოვლის ნადნობით. გაზაფხულ-ზაფხულში ხშირია წყლის მატება. კატასტროფული წყალდიდობები იყო 1844, 1913, 1927, 1937, 1947, 1951, 1952 და 1965 წლებში. დაბალ დინებაში აშენებულია ჰიდროტექნიკური დამბები, მაგრამ ხანდახან მათაც არ შეუძლიათ დაიცვან მდინარესთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობა წყალდიდობისგან.

სახელწოდება Mississippi ადგილობრივი ამერიკელების ენაზე ნიშნავს „დიდ მდინარეს”, „წყლების მამას”.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება


 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: