ტენესი (ინგლ. Tennessee) — მდინარე აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ოჰაიოს (მისისიპის აუზი) ყველაზე გრძელი და წყალუხვი მარცხენა შენაკადი. წარმოიქმნება ქალაქ ნოქსვილთან მდინარეების ჰოლსტონისა და ფრენჩ-ბროდის შეერთების შედეგად. ისინი სათავეს იღებენ აპალაჩების დასავლეთ კალთებზე. სიგრძე შემდგენელი მდინარეების შეერთების ადგილიდან — 1050 კმ, მდ. ჰოლსტონის სათავიდან — 1470 კმ. აუზის ფართობი 104 ათ. კმ². წყალდიდობა იცის ზამთრის ბოლოს და გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზაფხულში. წყლის საშუალო ხარჯი შესართავთან 1800 მ³/წმ შეადგენს. ჩამონადენი თითქმის მთლიანადაა დარეგულირებული მრავალმხრივი დანიშნულების წყალსაცავთა სისტემით, მათგან 10 საკუთრივ ტენესიზე მდებარეობს (მ.შ. ყველაზე დიდი — კენტუკი, ფართობი 1100 კმ²), ხოლო 22 — შენაკადებზე. შემოვლითი არხებისა (ქალაქ ჩატანუგასა და ფლორენსთან არსებულ ჭორომებთან) და რაბების წყალობით, სანაოსნოა შემდგენელი მდინარეების შეერთების ადგილიდან მთელ სიგრძეზე. ტენესიზე მდებარეობს ქალაქები: ნოქსვილი, ჩატანუგა, ფლორენსი.[1]

ტენესი
ინგლ. Tennessee

მდინარე ტენესი ქალაქ ჩატანუგაში
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ტერიტორიული ერთეულები ტენესი, ალაბამა, მისისიპი, კენტუკი
სათავე მდინარეების ჰოლსტონისა და ფრენჩ-ბროდის შეერთება
35°57′33″ ჩ. გ. 83°51′01″ დ. გ. / 35.95917° ჩ. გ. 83.85028° დ. გ. / 35.95917; -83.85028
სათავის მდებარეობა ქალაქ ნოქსვილთან
სათავის სიმაღლე 248 მ
შესართავი მდ. ოჰაიო
37°04′02″ ჩ. გ. 88°33′53″ დ. გ. / 37.06722° ჩ. გ. 88.56472° დ. გ. / 37.06722; -88.56472
შესართავის სიმაღლე 92 მ
სიგრძე 1050 კმ
აუზის ფართობი 104 ათ. კმ²
მდინარის სისტემა ოჰაიომისისიპიმექსიკის ყურე
წყლის ხარჯი (საშ.) 1800 მ³/წმ
ტენესი (მდინარე) — აშშ
ტენესი (მდინარე)
ტენესი (მდინარე)
ტენესი (მდინარე) — ტენესი
ტენესი (მდინარე)
ტენესი (მდინარე)
— სათავე, — შესართავი
ტენესი ვიკისაწყობში
  1. Теннесси // Большая российская энциклопедия. т. 32. — М., 2016. — стр. 34–35.