ზომიერი სარტყლები

ზომიერი სარტყლები — გეოგრაფიული სარტყლები ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროების ზომიერ განედებში (ჩ. გ. 40-65° შორის და ს. გ. 42-58° შორის). ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში ჭარბობს ხმელეთი (დაახლოებით 55%), სამხრეთ ნახევარსფეროს ზომიერი სარტყლის უდიდესი ნაწილი (დაახლოებით 98%) ოკეანეს უჭირავს. ზომიერ სარტყლებში მკვეთრადაა გამოსახული სითბური რეჟიმის სეზონურობა, ხანგრძლივი ცივი ზამთარი. დედამიწის ზედაპირი ზომიერ სარტყელში წლის განმავლობაში იღებს 290-340-იდან 580-670-მდე კჯ/სმ2 (70-80-იდან 140-160-მდე კკალ/სმ2) მზის სითბოს. აქ მთელი წლის განმავლობაში გაბატონებულია დასავლეთური გადატანა, რაც ციკლონურ მოქმედებასთან ერთად ხელს უწყობს თბილი და ცივი ჰაერის მასების ინტენსიურ ცვლას და ტენის გადაადგილებას ოკეანიდან ხმელეთზე.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება