ვლადიმერ ჭიპაშვილი

ვლადიმერ (ლადო) ჭიპაშვილი (დ. 29 სექტემბერი, 1964, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი სახელმწიფო პოლიტიკოსი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი 2004 წლის მაისიდან 2007 წლამდე.

ვლადიმერ ჭიპაშვილი
დაბადების თარიღი 29 სექტემბერი, 1964(1964-09-29) (60 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

1987 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1987-1988 გაიარა ინტერნატურა სპეციალობით ქირურგია. 1992-1993 სწავლობდა ქ. მოსკოვში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ქირურგიის სამეცნიერო ცენტრის ასპირანტურაში. 1992 დაიცვა დისერტაცია თემაზე „ცოცხალი დონორიდან ღვიძლის წილის ორთოტოპიული ტრანსპლანტაციის ანატომიური დასაბუთება“. არის 30-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი 1988-1991 მუშაობდა დაბა ხარაგაულის და შემდეგ ქ. ხაშურის რაისაავადმყოფოების ქირურგად. 1993-დან მუშაობდა თბილისის სამედიცინო აკადემიაში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, უფროს მეცნიერ თანამშრომლად, დოცენტად. 1998 დაინიშნა ქ. თბილისის #1 კლინიკური საავადმყოფოს შპს „თორაკოაბდომინური ქირურგიის კლინიკის“ დირექტორად. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (ხარაგაულის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი თავმჯდომარე. 2004 წლის 22 აპრილიდან 7 მაისამდე იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები “. 2004-2007 წლებში იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება