საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემია

(გადამისამართდა გვერდიდან თბილისის სამედიცინო აკადემია)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

თარგი:Notability თარგი:Infobox university

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის ლოგო

თბილისის სამედიცინო აკადემიაუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემია დაარსდა 1935 წელს ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტის სახით, ხოლო 1941 წელს მას ეწოდა “თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი”.

საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს 1965 წლის 8 დეკემბრის და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1966 წლის 25 იანვრის დადგენილებებით თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი გადავიდა საკავშირო ჯანდაცვის სამინისტროს უშუალო დაქვემდებარებაში, სტატუსით გათანაბრებული იყო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებასთან და იწოდებოდა “სსრ კავშირის ჯანდაცვის სამინისტროს ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტი”.

საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1990 წლის 30 აგვისტოს განკარგულებით თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტს ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლების გარდა დაევალა სტუდენტ-მედიკოსთა სწავლებაც, რის გამოც საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1993 წლის 3 თებერვლის. განკარგულებით ინსტიტუტს მიენიჭა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი და ეწოდა “თბილისის სამედიცინო აკადემია”.

თბილისის სამედიცინო აკადემიაში სტუდენტთა ფაკულტეტის გაუქმებასთან დაკავშირებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს 1996 წლის 13 დეკემბრის ბრძანებით აკადემიას შეეცვალა სახელი და ეწოდა “ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემია” ექიმთა დიპლომისშემდგომი მომზადებისა და დახელოვნების სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის სტატუსით.

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულებით კი აკადემიას დაეკისრა სამედიცინო პერსონალის უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადების (რეზიდენტურა) და უწყვეტი სამედიცინო განათლების, ექიმთა და საშუალო სამედიცინო პერსონალის გადამზადების ჯანმრთელობის დაცვის სფეროში კადრების მართვაში საბაზისო დაწესებულების ფუნქცია და ეწოდა “საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემია”.

ორგანიზაცია

რედაქტირება

დღეისათვის, სსსა-ში შემდეგი კათედრებია: აკადემიის კათედრები

  • ქირურგიის კათედრა ტრავმატოლოგიის კურსით
  • თორაკო-აბდომინური ქირურგიის კათედრა
  • რეკონსტრუქციული-პლასტიკური და სისხლძარღვთა მიკროქირურგიის კათედრა
  • პროქტოლოგიის კათედრა
  • მეან-გინეკოლოგიის №1 კათედრა
  • მეან-გინეკოლოგიის №2 კათედრა
  • რეპროდუქტოლოგიის კათედრა
  • უროლოგიის კათედრა
  • ბავშვთა ქირურგიისა და კრიტიკული მედიცინის კათედრა
  • თვალის სნეულებათა კათედრა
  • ონკოლოგიის კათედრა
  • ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა კათედრა
  • ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის კათედრა, კლინიკური ტოქსიკოლოგიის კურსით
  • პულმონოლოგიის და ფთიზიატრის კათედრა
  • საოჯახო მედიცინის კათედრა
  • შინაგან სნეულებათა კათედრა
  • კარდიოლოგიის კათედრა
  • პედიატრიისა და ნეონატოლოგიის კათედრა
  • ინფექციურ სნეულებათა კათედრა
  • დერმატოვენეროლოგიის კათედრა
  • ნერვულ სნეულებათა კათედრა, ფსიქიატრიის კურსით
  • ნარკოლოგიის კათედრა
  • ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის კათედრა
  • ენდოკრინოლოგიის კათედრა
  • რევმატოლოგიის კათედრა
  • ფიზიოთერაპიისა და კურორტოლოგიის კათედრა
  • სპორტული მედიცინის, ფიზიკური რეაბილიტაციის და რაიტთერაპიის კათედრა
  • სტომატოლოგიისა და ყბა-სახის ქირურგიის კათედრა
  • სამედიცინო რადიოლოგიის კათედრა, ენდოსკოპიის კურსით
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ეპიდემიოლოგიის კათედრა
  • მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის კათედრა
  • კლინიკურ-ლაბორატორული დიაგნოსტიკის კათედრა
  • კლინიკური ანატომიის კათედრა
  • პათოლოგიური ანატომიის და სასამართლო მედიცინის კათედრა
  • ბიოსამედიცინო ეთიკისა და მედიცინის ისტორიის კათედრა
  • ფუნდამენტური მედიცინის კათედრა

პარტნიორები

რედაქტირება

მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში

”პირველადი ჯანდაცვა 2” .

ზემოთ აღნიშნული პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკმა დაიწყო საოჯახო მედიცინის ფაკულტეტის შენობის რენოვაცია და აღჭურვა.

ჩამოყალიბდა ბიბლიოთეკის და უნარ - ჩვევების სასწავლო ცენტრი.

ექიმთა გაცვლითი პროგრამა(GIGAX) 2 X 6 თვით 12 სპეციალისტის გადამზადება ბავშვთა ონკოლოგიასა და ჰემატოლოგიაში.

GIGAX პროექტით გათვალისწინებული სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის თანამშრომლობა ქალაქ ვენის (ავსტრია) წმინდა ანას ბავშვთა ჰოსპიტალითან არსებულ ავთვისებიანი სიმსივნეების კვლევის ცენტრთან.

სამხრეთ კავკასიის ჯანმრთელობის საინფორმაციო პროექტი ("South Caucasus Health Information Project")

კანადური საზოგადოება საერთაშორისო ჯანმრთელობისათვის (Canadian Society for International health)

ხელშეკრულებები სხვა უნივერსიტეტებთან

რედაქტირება

საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის საპატიო წევრები

რედაქტირება

საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის სამეცნიერო საბჭოს დოქტორ ჰონორეს კაუზასის საპატიო ტიტული, მიენიჭა შემდეგ პირებს:

პერიდონტოლოგიის ამერიკის შეერთებული შტატების აკადემიის წევრი, გერმანიის დენტალური იმპლანტოლოგიის აკადემიის წევრი.

ქ. ვენა, ავსტრია.

  • ლეონიდ როშალი - გადაუდებელი ქირურგიის და ბავშვთა ტრავმის დეპარტამენტის უფროსი

პედიატრიის სამეცნიერო -კვლევითი ინსტიტუტი, ქ. მოსკოვი, რუსეთი.

თანამშრომლობა ორგანიზაციებთან:

რედაქტირება

საზოგადოებრივი/სამეცნიერო საქმიანობა

რედაქტირება

საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიასთან თანამშრომლობენ მსოფლიო ბანკი (პროექტი პირველადი ჯანდაცვა II) და ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო. თანამშრომლობა ითვალისწინებს აკადემიის საოჯახო მედიცინის ფაკულტეტის განვითარებისათვის ხელშეწყობას. საამისოდ დაგეგმილი ღონისძიებების მიზანია ქვეყანაში საოჯახო მედიცინის განვითარებისა და ოჯახის ექიმთა მზადების სისტემის აკადემიური სისტემის ჩამოყალიბება, პირველადი ჯანდაცვის სფეროში მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სათანადო მოცულობისა და ხარისხის უზურნველყოფა.

ზემოთ მოხსენიებული ღონისძიებებია:

  • აკადემიის საოჯახო მედიცინის ფაკულტეტის შენობის რეაბილიტაცია და აღჭურვა, მათ შორის პრაქტიკული უნარ-ჩვევების ცენტრის დაფუძნება;
  • საოჯახო მედიცინის ფაკულტეტის შტატის განსწავლა/მომზადება;
  • საოჯახო მედიცინის ფაკულტეტისათვის ხელშეწყობა სხვა სპეციალობების ექიმების ოჯახის ექიმად გადამზადების პროცესში და მთლიანად ქვეყანაში საოჯახო მედიცინაზე დაფუძნებული პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში მონაწილეობასა და წარმართვაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება