ბოსტონის უნივერსიტეტი

ბოსტონის უნივერსიტეტი (ინგლ. Boston University, BU) — აშშ-ის ერთ-ერთი უდიდესი კერძო კვლევითი უმაღლესი სასწავლებელი. დაარსდა 1839 წელს ნიუბერიში (ვერმონტის შტატი) როგორც ბიბლიის ინსტიტუტი, 1847 წლიდან იყო ქალაქ კონკორდში (ნიუ-ჰემფშირის შტატი), 1867 წლიდან — ბოსტონში (მასაჩუსეტსის შტატი), როგორც თეოლოგიის ინსტიტუტი, 1869 წლიდან აქვს თანამედროვე სახელი და სტატუსი. უნივერსიტეტის დამაარსებლები არიან ბიზნესმენები ა. რიჩი (1801–1872), ლ. კლაფინი (1791–1871) და ჯ. სლიპერი (1802–1889). ბოსტონის უნივერსიტეტი მონაწილეობს 400-ზე მეტ ცალკეულ სამეცნიერო პროექტში მსოფლიოს მასშტაბით. კვლევითი საქმიანობის მთავარი მიმართულებაა მედიცინა და მისი მომიჯნავე მეცნიერებები. უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი ფლობს სიმსივნის (კიბოს) კვლევის აშშ-ში საუკეთესო კომბინირებულ ლაბორატორიას. სახელდობრ ბოსტონის უნივერსიტეტმა დაიწყო 1965 წელს კიბოს უჯრედების შესახებ კვლევების ჩატარება. სხვადასხვა დროს აქ სწავლობდნენ ან ასწავლიდნენ ნობელის პრემიის ლაურეატები: სოლ ბელოუ, ელი ვიზელი, შელდონ ლი გლეშოუ, მარტინ ლუთერ კინგი, ოსამუ შიმომურა, დერეკ უოლკოტი, დენიელ ცუი, ასევე აშშ-ის თავდაცვის მინისტრი უილიამ კოენი, დნმ-ის ახალი სამსპირალიანი სტრუქტურის ერთ-ერთი აღმომჩენი მაქსიმ ფრანკ-კამენეცკი და სხვ.[12]

ბოსტონის უნივერსიტეტი
Boston University wordmark.svg
BU College of Communication.jpg
დაფუძნდა 1869[1] [2]
ტიპი უნივერსიტეტი, კერძო არაკომერციული საგანმანათლებლო დაწესებულება[3] და თავისუფალი გამომცემელი[4]
ფონდები 2 421 115 000[3]
სტუდენტი 30 009
მისამართი One Silber Way, Boston, MA, 02215[3]
ქვეყანა აშშ[4]
კავშირები ORCID[5] , Association of Research Libraries[6] , Scholarly Publishing and Academic Resources Coalition[7] , Coalition of Open Access Policy Institutions[8] , Consortium of Social Science Associations[9] და arXiv[10]
თილისმა Rhett the Boston Terrier
კარნეგის კლასიფიკაცია doctoral university: highest research activity[11] , majority undergraduate[11] , research doctoral: comprehensive programs, with medical/veterinary school[11] , four-year, large, highly residential[11] , four-year, full-time, more selective, lower transfer-in[11] და balanced arts & sciences/professions, high graduate coexistence[11]
ბოსტონის უნივერსიტეტი — აშშ
ბოსტონის უნივერსიტეტი
https://www.bu.edu/

2016 წლისთვის, უნივერსიტეტის შემადგენლობაშია: 17 სკოლა და კოლეში, 19 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, 79 სამეცნიერო ცენტრი, ბიბლიოთეკების სისტემა, ჰოვარდ გოტლიბის სახელობის კვლევითი ცენტრი მუგარის მემორიალურ ბიბლიოთეკაში. კამპუსები მდებარეობს ბრიუსელში (ბელგია), ვაშინგტონში (კოლუმბიის ოლქი), დუბაიში (აგს), ლონდონში (დიდი ბრიტანეთი), ლოს-ანჯელესში (კალიფორნიის შტატი), სიდნეიში (ავსტრალია). სწავლობს 30 ათასზე მეტი სტუდენტი მსოფლიოს 130-ზე მეტი ქვეყნიდან.[12]

სქოლიორედაქტირება

  1. First Quarter Centennial of Boston Universityბოსტონი: 1898. — გვ. iii.
  2. http://www.bu.edu/timeline/
  3. 3.0 3.1 3.2 Integrated Postsecondary Education Data System — 1992.
  4. 4.0 4.1 Directory of Open Access Journals — 2003.
  5. https://orcid.org/members/001G000001CAkZhIAL-boston-university
  6. http://old.arl.org/arl/membership/members.shtml
  7. https://sparcopen.org/who-we-are/members/
  8. https://web.archive.org/web/20180821133826/https://sparcopen.org/coapi/members/
  9. https://www.cossa.org/members/
  10. Our Members / Tier 3
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 11.5 Carnegie Classification of Institutions of Higher Education — 1970.
  12. 12.0 12.1 Бостонский университет ru. Большая российская энциклопедия. Электронная версия (2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-11-17. ციტირების თარიღი: 17 ნოემბერი, 2022