ჰემატოლოგია
ჰემატოლოგია (ძვ. ბერძნ. αἷμα, αἷματος და λόγος [lógos] — „სიტყვა“, „მოძღვრება“) — მეცნიერება, რომელიც შეისწავლის სისხლს, სისხლმბად სისტემას, მათ აგებულებას, ფუნქციებს, დაავადებებსა და მკურნალობის მეთოდებს, აგრეთვე სისხლის წარმოქმნის პროცესებს და მათ ცვლილებებს ორგანიზმის პათოლოგიური მდგომარეობის დროს, ამ პროცესებზე ენდო- და ეგზოგენური ფაქტორების გავლენას, მორფოლოგიასა და უჯრედშიდა პროცესებს, პლაზმის თვისებებს, სისხლის სისტემურ ეტიოლოგიას, პათოგენეზს, კლინიკასა და მკურნალობას.
ჰემატოლოგია, როგორც მეცნიერება, ჩაისახა XVII ს-ში, რაც დაკავშირებულია სხვა და სხვა მეცნიერების (მ.შ. ანტონ ვან ლევენჰუკი) მიერ სისხლის უჯრედების აღმოჩენასთან. ჰემატოლოგიური დაავადებების შედარებით სრულყოფილი აღწერა XIX ს-ის 30-იანი წლებიდან დაიწყო.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 620.