ალექსანდრე კვიტაშვილი
ალექსანდრე კვიტაშვილი (დ. 15 ნოემბერი, 1970, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი 2008-2010 წლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი 2010—2013 წლებში, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი 2014-2016 წლებში.
ალექსანდრე კვიტაშვილი | |
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2 დეკემბერი 2014 – 14 აპრილი, 2016 | |
პრეზიდენტი | პეტრო პოროშენკო |
პრემიერ-მინისტრი | არსენი იაცენიუკი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
31 იანვარი, 2008 – 31 აგვისტო, 2010 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ვლადიმერ გურგენიძე, გრიგოლ მგალობლიშვილი, ნიკა გილაური |
დაბადებული | 15 ნოემბერი, 1970 თბილისი, საქართველოს სსრ |
მოქალაქეობა | უკრაინა |
ეროვნება | ქართველი |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგანათლებით ისტორიკოსი, ევროპისა და აშშ-ს უახლესი ისტორიის სპეციალობით, სახელმწიფო მართვის სპეციალისტი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის რობერტ ფ. ვაგნერის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლა.
სხვადასხვა დროს მუშაობდა: ატლანტის გრეიდის სამედიცინო ცენტრის ფინანსურ და ადმინისტრაციულ დეპარტამენტში; გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს წარმომადგენლობაში; გაერთიანებული მეთოდისტური ეკლესიის დახმარების კომიტეტის (ამქორ) საქართველოს მისიაში; ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის „კურაციოს“ საერთაშორისო ფონდში; სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კონსულტანტად აზერბაიჯანში, ლიტვაში, უკრაინაში, სომხეთსა და სერბეთში; ნიუ-იორკში აღმოსავლეთ-დასავლეთ ინსტიტუტის (East-West Institute) ადმინისტრაციის დირექტორად.
2008 წლის 31 იანვარს ალექსანდრე კვიტაშვილი დაინიშნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად. 2010 წლის 31 აგვისტოს არჩეულ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად და იმავე დღეს გადადგა მინისტრის თანანმდებობიდან[1], ხოლო 27 დეკემბერს არჩეულ იქნა უნივერსიტეტის რექტორად[2]. 2014 წლის 2 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ალექსანდრე კვიტაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა; ამავე დღეს, უკრაინის უმაღლესმა რადამ კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად დაამტკიცა.[3]რამდენიმე თვეში კვიტაშვილმა მისი საქმიანობის კრიტიკის შემდეგ თანამდებობა დატოვა.[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „ალექსანდრე კვიტაშვილი თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს“. ნიუსი. საინფორმაციო პორტალი „ამბები.ge“, „ინტერპრესნიუსზე“ დაყრდნობით. 2010-08-31. ციტირების თარიღი: 2011-01-08.
|publisher=
-ში არის გარე ბმული (დახმარება) - ↑ „თსუ-ს რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი გახდა“. ნიუსი. უახლესი ამბების პორტალი onlinenews.ge. 2010-12-27. ციტირების თარიღი: 2011-01-08.
|publisher=
-ში არის გარე ბმული (დახმარება)[მკვდარი ბმული] - ↑ რადამ ალექსანდრე კვიტაშვილს ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ნდობა გამოუცხადა
- ↑ Ukraine’s ‘Georgian’ minister resigns