ამირან გამყრელიძე

ქართველი იმუნოლოგი

ამირან გამყრელიძე (დ. 24 იანვარი, 1951, თბილისი) — ქართველი იმუნოლოგი, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი 2001 წლის 29 დეკემბრიდან 2003 წლის 27 ნოემბრამდე.

ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე 2020 წელს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 თებერვალი, 2013 – 5 აგვისტო, 2022
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
სალომე ზურაბიშვილი
წინამორბედიეკა ქავთარაძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
29 დეკემბერი, 2001 – 27 ნოემბერი, 2003
პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე
წინამორბედიავთანდილ ჯორბენაძე
მემკვიდრეგიგი წერეთელი

დაბადებული24 იანვარი, 1951 (1951-01-24) (73 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
მეუღლემარინე კვეზერელი-კოპაძე[1]
განათლებათბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი
საქმიანობაექიმი
რელიგიამართლმადიდებელი
ჯილდოებიდიაბეტიან ბავშვთა ასოციაციის ოქროს მედალი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ყოფილი გენერალური დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი.[2]

ევროპის ალერგიისა და კვლევითი იმუნოლოგიის აკადემიის წევრი, ჯანდავის მსოფლიო ორგანიზაციის პროგრამების კოორდინატორი საქართველოში.[3]

ბიოგრაფია

რედაქტირება

ამირან გამყრელიძე დაიბადა 1951 წლის 24 იანვარს თბილისში. სწავლობდა თბილისის №4 საჯარო სკოლაში.[4] 1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1978 წელს დაინიშნა იმავე ინსტიტუტის ალერგოლოგიის კათედრის უფროსს ლაბორანტად; 1991-1996 წლებში იყო სამედიცინო უნივერსიტეტის კვლევითი და ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტის ალერგიულ დაავადებათა ეპიდემიოლოგიისა და კვლევითი იმუნოგენეტიკის განყოფილების გამგე.[5] 1988-1996 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტის ალერგიულ დაავადებათა ეპიდემიოლოგიისა და იმუნოგენეტიკის დეპარატამენტის უფროსი;[6] 1995-1997 წლებში მუშაობდა ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის დირექტორად.

1997-2001 წლებში იყო საქართველოს ჯანმრთელობისა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე; 2001-2004 წლებში — მინისტრი.

2013 წლის 7 თებერვლიდან გამყრელიძე იყო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი.[7] 2022 წლის 5 აგვისტოს თანამდებობა დატოვა.[8]

გამყრელიძეს ეკუთვნის შრომები ჯანდაცვის ორგანიზაციის, სამედიცინო განათლების, აქტუალური სამეცნიერო საკითხებისა და საქართველოს ჯანდაცვის განვითარების შესახებ.[5]

2002 წელს დიაბეტიან ბავშვთა ასოციაციამ საქართველოში მცხოვრები დიაბეტიანი ბავშვებისადმი გამოჩენილი მზრუნველობისა და დახმარებისთვის ამირან გამყრელიძე ასოციაციის ოქროს მედლით დააჯილდოვა.[9] თბილისობასთან დაკავშირებით, 2020 წლის 3 ოქტომბერს, COVID-19-ის პანდემიასთან მებრძოლ რვა ექიმთან ერთად თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.[10]

ჰყავს მეუღლე — ექიმი-ჰემატოლოგი მარინე კვეზერელი-კოპაძე და ორი შვილი — ნიკოლოზი და თამარი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინ არის საქართველოში, „ქართული ბიოგრაფიული ცენტრი“, გვ. 101, თბილისი, 2006 წელი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ამირან გამყრელიძის დეკლარაცია (2019). Declaration.gov.ge. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2020.[მკვდარი ბმული]
  2. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელად ამირან გამყრელიძე დაინიშნა. liberali.ge (8 თებერვალი, 2013). ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2019.
  3. ამირან გამყრელიძე: „ჯანდაცვა უნდა იყოს ქვეყნის უპირველესი პოლიტიკური პრიორიტეტი“. „რადიო თავისუფლება“ (29 აგვისტო, 2011). ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2020.
  4. Амиран Гамкрелидзе/Amiran Gamkrelidze. Peoples.ru (06 აპრილი, 2004). ციტირების თარიღი: 29 თებერვალი, 2020.
  5. 5.0 5.1 ამირან გამყრელიძე. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2020.
  6. მინისტრობის კანდიდატები და ბიოგრაფიები. Ambebi.ge (08 ოქტომბერი, 2012). ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2020.
  7. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელად ამირან გამყრელიძე დაინიშნა. Netgazeti.ge (07 თებერვალი, 2013). ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2020.
  8. ამირან გამყრელიძე - თანამდებობის დატოვება იყო ჩემი სურვილი, ახლა ახალგაზრდებს ვუთმობ გზას. დიაბეტიან ბავშვეთა დაცვის ასოციაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-08-17. ციტირების თარიღი: 28 თბერვალი, 2020.
  9. დიაბეტიანი ბავშვებისადმი გამოჩენილი მზრუნველობისა და დახმარებისთვის დაჯილდოვდნენ:. დიაბეტიან ბავშვეთა დაცვის ასოციაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-13. ციტირების თარიღი: 28 თბერვალი, 2020.
  10. COVID-19-თან მებრძოლ ექიმებს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ. netgazeti.ge (2020-20-03). ციტირების თარიღი: 4 ოქტომბერი, 2020.