პაატა იმნაძე
პაატა იმნაძე (დ. 11 თებერვალი, 1953, თბილისი) — ქართველი მიკრობიოლოგი და ეპიდემიოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი,[1] ღირსების ორდენის კავალერი (2003) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საპატიო მედლის ლაურეატი (2002).
პაატა იმნაძე | |
---|---|
პაატა იმნაძე 2019 წელს | |
დაბ. თარიღი | 11 თებერვალი, 1953 (71 წლის) |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ექიმი |
მუშაობის ადგილი | დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და ლუგარის კვლევითი ცენტრი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი |
ჯილდოები | ღირსების ორდენი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1953 წლის 11 თებერვალს თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1976 წელს.[2]
1979-1991 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის და იმუნოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1991-1994 წლებში დოცენტი; 1989-1992 წლებში ეპიდემიოლოგიის და ჰიგიენის სამეცნიერო ცენტრის დირექტორის მოადგილე.[3] 1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე — „ახალშობილთა და ჩვილ ბავშვთა ნაწლავის მიკროფლორა და იმუნური სტატუსი“.
2003-2006 წლებში იყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტროპიკულ დაავადებათა კვლევის საკოორდინაციო საბჭოს წევრი. 2004-2011 წლებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის იმუნიზაციის ექსპერტთა კომიტეტის წევრი.
1992-2010 წლებში მუშაობდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორად; 2010-2013 წლებში — სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელად; 2013 წლიდან კი გენერალური დირექტორის მოადგილეა. 1997 წელს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კათედრის დოცენტი; 1997–1998 წლებში მერილენდის უნივერსიტეტის მეცნიერ მუშაკი; 2005 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ეპიდემიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი.
პაატა იმნაძეს არის ღირსების ორდენის კავალერი (2003), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საპატიო მედლისა (2002) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (2014). თბილისობასთან დაკავშირებით, 2020 წლის 3 ოქტომბერს, COVID-19-ის პანდემიასთან მებრძოლ რვა ექიმთან ერთად თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.[4]
ავტორია 105 სამეცნიერო ნაშრომისა და მიკრობიოლოგიის ორი სახელმძვანელოსი.
ლიტერატურა
რედაქტირება- (2000) ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში. თბილისი: ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, გვ. 130. ISBN 99928-52-29-1.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პაატა იმნაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- პაატა იმნაძე დაარქივებული 2020-06-14 საიტზე Wayback Machine. — ჯავახიშვილის უნივერსიტეტის საიტი
- პაატა იმნაძის პროფილი დაარქივებული 2020-06-14 საიტზე Wayback Machine. — დაავადებათა კონტროლის ცენტრი
- პაატა იმნაძე — ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
სქოლიო
რედაქტირება- ↑ პაატა იმნაძე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-14. ციტირების თარიღი: 07 მარტი, 2019.
- ↑ პაატა იმნაძე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-14. ციტირების თარიღი: 07 მარტი, 2019.
- ↑ CURRICULUM VITAE — პაატა იმნაძე. tsu.ge. ციტირების თარიღი: 07 მარტი, 2019.
- ↑ COVID-19-თან მებრძოლ ექიმებს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ. netgazeti.ge (2020-20-03). ციტირების თარიღი: 4 ოქტომბერი, 2020.