ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო პრემია

ჯილდო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიაივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაწესებული საერთაშორისო სამეცნიერო პრემია, რომელიც ატარებს ქართველი ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, ივანე ჯავახიშვილის სახელს.[1]

პრემია უცხოელი მეცნიერებისთვის ქართველოლოგიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაწესდა 2013 წელს, ივანე ჯავახიშვილის გარდაცვალებიდან 73-ე წლისთავზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით. „ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს ფარგლებს გარეთ ქართველოლოგიისადმი დაინტერესება გაიზრდება, ხელს შეუწყობს ქართველოლოგიის პოპულარიზაციას. ეს მიმართულება ყოველთვის ძლიერი იყო თსუ-ში. ივანე ჯავახიშვილის დიდი დამსახურებაა ის, რომ მან საფუძველი ჩაუყარა არა მარტო ქართველოლოგიის მიმართულების დიდ სკოლას, არამედ ყველა იმ დარგს, რომელიც უნივერსიტეტში ისწავლება“, — აღნიშნა ივანე ჯავახიშვილის შთამომავალმა გიორგი ჯავახიშვილმა.

პრემია გაიცემა ქართველოლოგიაში შექმნილი საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო ნაშრომისათვის (ნაშრომთა ციკლისათვის) 2 წელიწადში ერთხელ, საპრემიო წლის აპრილის თვეში. საპრემიო თანხა შეადგენს 20 000 ლარს და ერთი და იმავე პირს განმეორებით არ მიენიჭება.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება