ნინო ლომჯარია

ქართული იურისტი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლომჯარია.

ნინო ლომჯარია (დ. 15 თებერვალი, 1984, ოზურგეთი, საქართველოს სსრ) — ქართველი იურისტი, საქართველოს სახალხო დამცველი 2017 წლის 7 დეკემბრიდან 2022 წლის 8 დეკემბრამდე.[1]

ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია
საქართველოს სახალხო დამცველი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 დეკემბერი, 2017 – 8 დეკემბერი, 2022
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი
წინამორბედიუჩა ნანუაშვილი
მემკვიდრეთამარ გვარამაძე მ/შ

დაბადებული15 თებერვალი, 1984 (1984-02-15) (40 წლის)
ოზურგეთი
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
საქმიანობაიურისტი, საქართველოს სახალხო დამცველი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნინო ლომჯარია დაიბადა 1984 წლის 15 თებერვალს, ოზურგეთში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაგისტრის ხარისხით სამართალში 2006 წელს; სენტ-ლუისის (აშშ) ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა 2011 წელს.

2003-2004 წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), იურიდული დახმარების ცენტრის ასისტენტი; 2005-2007 წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, იურისტი; 2008-2010 წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საარჩევნო პროექტების კოორდინატორი; 2011 წელს ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, სამართლის პროფესორის ასისტენტი; 2014-2015 წლებში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; 2011-2015 წლებში. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), აღმასრულებელი დირექტორი; 2015-2016 წლებში „ევროპული სადამკვირვებლო ორგანიზაციების ქსელი (ENEMO)“, გენერალური მდივანი; 2016 წელს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), იურიდიული და საარჩევნო კონსულტანტი; 2016-2017 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახური, გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე; 2017 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი; 2017 წლის 7 დეკემბრიდან 2022 წლის 8 დეკემბრამდე საქართველოს სახალხო დამცველი.[2]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თავისუფლების დღიურები - 2012. რადიო „თავისუფლების“ პროექტი.თბილისი, 2013, გვ.206

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ნინო ლომჯარია სახალხო დამცველი აღარ არის. www.resonancedaily.com. ციტირების თარიღი: 8 დეკემბერი, 2022.
  2. რიგით მეხუთე ომბუდსმენის თანამდებობა ნინო ლომჯარიამ დაიკავა. tv25.ge. ციტირების თარიღი: 10 იანვარი, 2019.