ირაკლი ჩიქოვანი
ირაკლი ჩიქოვანი (დ. 28 აგვისტო, 1980, ზუგდიდი, საქართველოს სსრ) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.
ირაკლი ჩიქოვანი | |
საქართველოს თავდაცვის მინისტრი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 8 თებერვალი, 2024 |
პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ირაკლი კობახიძე |
წინამორბედი | ჯუანშერ ბურჭულაძე |
დაბადებული | 28 აგვისტო, 1980 ზუგდიდი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო |
მეუღლე | დიანა ჟღენტი |
შვილები | 3 |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2000-2004 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფროსი იურისკონსულტი, განყოფილების უფროსი, დეპარტამენტის უფროსი. 2004-2005 წლებში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი. 2005-2006 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი. 2006-2007 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორი. 2007-2009 წლებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენლობის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე. 2009-2016 წლებში პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გამგეობის წევრი, გენერალური მდივანი.
2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2016-2018 წლებში მოწვეული ექსპერტი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების (UNDP, USAID) პროგრამებში. 2018-2019 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში. 2019-2020 წლებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში.
2020 წელს „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად.[1] მან ხმათა 48,24% (26 085 ხმა) მიიღო და გავიდა მეორე ტურში, სადაც ხმათა 93,88% (31 678 ხმა) მიიღო. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (ზუგდიდის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2]
2024 წლის 8 თებერვლიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
ირაკლი ჩიქოვანის მეუღლე დიანა ჟღენტი პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია.[3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ირაკლი ჩიქოვანი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ირაკლი ჩიქოვანი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- ბიოგრაფია „ქართული ოცნების“ საიტზე დაარქივებული 2020-11-09 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „ვინ არიან „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები“. droa.ge. ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.
- ↑ პოლონეთში საქართველოს ელჩად დიანა ჟღენტი დაინიშნა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-03-22. ციტირების თარიღი: 2023-03-22.
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: ჯუანშერ ბურჭულაძე |
საქართველოს თავდაცვის მინისტრი 8 თებერვალი, 2024 – დღემდე |
შემდეგი: |