ჯუანშერ ბურჭულაძე (დ. 14 იანვარი, 1978) — ქართველი პოლიტიკოსი და თანამდებობის პირი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2021 წლის 22 თებერვლიდან.

ჯუანშერ ბურჭულაძე
ჯუანშერ ბურჭულაძე
Flag of Georgia.svg
MOD of Georgia Emblem.png
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა22 თებერვალი, 2021
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედიირაკლი ღარიბაშვილი

დაბადებული14 იანვარი, 1978 (1978-01-14) (43 წლის)
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
შვილები8
განათლებასაქართველოს ჰუმანიტარულ-ტექნიკური უნივერსიტეტი

ბიოგრაფიარედაქტირება

 
ჯუანშერ ბურჭულაძე

1998-1999 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის სტაჟიორი. 1999-2001 წლებში იყო შპს „ლუქსის“ ფინანსური მენეჯერი. 2001-2004 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ბანკის სალიკვიდაციო კომისიის ეკონომისტი. 2004-2005 წლებში ს.ს. „ქართუ ბანკის“ პლასტიკური ბარათები მომსახურებისა და დამუშავების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი. 2005-2006 წლებში ს.ს. „სტანდარტ ბანკის“ კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის პირადი ბანკირი. 2006-2007 წლებში ს.ს. „სტანდარტ ბანკის“ ბუდაპეშტის განყოფილების მმართველი. 2007 წელს – ს.ს. „სტანდარტ ბანკის“ საბურთალოს ფილიალის მმართველი. 2007-2010 წლებში ს.ს. „კორ - სტანდარტ ბანკის“ ბიზნესის განვითარების დირექტორი. 2010-2015 წლებში იყო ფინანსური მენეჯერი საქართველოს საელჩოში, აშშ-ში. 2015 წელს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე. 2015-2016 წლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. 2016-2019 წლებში ამავე ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე.

ფლობს ქართულ, ინგლისურ, ესპანურ და რუსულ ენებს.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

  • ჯუანშერ ბურჭულაძე[დაარქივებული] — საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საიტი (როგორც მინისტრის მოადგილე)