საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

(გადამისამართდა გვერდიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრი)

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსაქართველოს სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელი (მინისტრი) საქართველოს მთავრობის წევრია.[1] 1991 წლის 9 სექტემბერს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას №187 ბრძანებულებით, შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო, რომელსაც დაევალა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული არმიის ჩამოყალიბება და საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მატერიალუტ-ტექნიკური უზრუნველყოფა. ეროვნული გვარდია დაექვემდებარა უშუალოდ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

სამინისტროს გერბი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
უწყების შესახებ
მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი
უწყების ტიპი სამინისტრო
საიტი
www.mod.gov.ge

1991 წლის 15 სექტემბრის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით „საქართველოს რესპუბლიკაში სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ“, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული სსრ კავშირის შეიარაღებული ძალები გამოცხადდა საოკუპაციო სამხედრო ძალად და დაისვა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან მისი გაყვანის საკითხი.

სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ დაკისრებულ ამოცანებს.[2]

მინისტრები

რედაქტირება

საქართველოს თავდაცვის მინისტრები

რედაქტირება

საქართველოს სსრ სამხედრო-საზღვაო ფლოტის სახალხო კომისარი

რედაქტირება
  1. 1938 - 1941 - პოლკოვნიკი ვალერიან სერგოს ძე ძაბახიძე (1903 - 1986).
  2. 1941 - 1944 - ვიცე-პოლკოვნიკი გერასიმე თედორეს ძე ხვიჩია (1893 - 1970)[4]
  3. 1944 - 1949 - ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი შალვა ივანეს ძე ჯაში
  4. 08.1949 - 06.1952 - გენერალ-მაიორი გიორგი გავრილის ძე ყურაშვილი (1900 - 1979)[5].
  5. 1952 - 1962 - პოლკოვნიკი შალვა (შოთა) ლუკას ძე ვასაძე (1906 - ).
  6. 1962 - 1979 - გენერალ-მაიორი ვახტანგ იასონის ძე მურუსიძე
  7. 1979 - 1989 - გენერალ-ლეიტენანტი ლევან ლევანის ძე შარაშენიძე (24.03.1931 – 11.06.2012).
  8. 1990 - 1991 - გენერალ-მაიორი (1988) ჯონი ფირცხალაიშვილი
  • 1991 - თავდაცვის მინისტრი. 07.05.1998-დან - საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის უფროსი.

აფხაზეთის ასსრ სამხედრო კომისრები[3]

რედაქტირება
  1. 1953 - 1981 - გენერალ-მაიორი შალვა ილიას ძე ჩაგელიშვილი (24.04.1906 – 19.05.1981).
  2. 1981 - 1989 - გენერალ-მაიორი ლერი ივანეს ძე აბაშიძე (25.12.1935 - 30.07.1994).

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. მინისტრთა კაბინეტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-09. ციტირების თარიღი: 2011-10-20.
  2. საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის შესახებ. თავი VI, მუხლი 15, პუნქტი 1.
  3. 3.0 3.1 Военные комиссары. Грузинская ССР; Военные комиссары Абхазской АССР, Форум Поисковых Движений.
  4. გერასიმე თედორეს ძე ხვიჩია. ეროვნული ფოტომატიანე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
  5. გიორგი ყურაშვილი, ბიოგრაფიული ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.