მინდია ჯანელიძე (დ. 26 ივლისი, 1978, თბილისი) — ქართველი იურისტი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2014 წლის 4 ნოემბრიდან – 2015 წლის 1 მაისამდე.

მინდია ჯანელიძე
მინდია ჯანელიძე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 ნოემბერი, 2014 – 1 მაისი, 2015
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედიირაკლი ალასანია
მემკვიდრეთინა ხიდაშელი

დაბადებული26 ივლისი, 1978
თბილისი, საქართველო
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
რელიგიამართლმადიდებელი

2000-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურში, ოპერატიული სამსახურის ოფიცრად; 2004-2007 წლებში — საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურში, ოპერატიული სამსახურის განყოფილების უფროსად, 2007-2008 წლებში საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურში, ოპერატიული სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილედ, 2008-2012 წლებში საქართველოს დაზვერვის სამსახურში, ინფორმაციული დირექტორატის სამმართველოს უფროსად. 2012 წლიდან 2014 წლის დასაწყისამდე ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობისას ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.[1]

2014 წლის 22 იანვრიდან – 2014 წლის 4 ნოემბრამდე და 2015 წლის 1 მაისიდან – 2017 წლის 13 ნოემბრამდე ორჯერ მუშაობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის თანამდებობაზე.[2].

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, მინიჭებული აქვს მედალი „მაღალი პროფესიონალიზმისთვის“. ფლობს ინგლისურ, თურქულ, რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.[1]

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ირაკლი ალასანია
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
2014 — 2015 წწ.
შემდეგი:
თინა ხიდაშელი