ვალერიან ძაბახიძე

ვალერიან ძაბახიძე (დ. 10 მაისი, 1903, ვანის მუნიციპალიტეტი — გ. 28 აპრილი, 1986) — ქართველი სამხედრო პირი.

1925 წელს დაამთავრა ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლა. 1931-1932 წლებში ლენინგრადის ჯავშანსატანკო ჯარების მეთაურთა მოსამზადებელ კურსებზე სწავლობდა. 1937 წელს დაამთავრა მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია. 1938-1941 წლებში საქართველოს სსრ სამხარეო კომისარი იყო. დიდი სამამულო ომის 1942-1945 წლებში მეთაურობდა 224-ე, 414-ე ქართულ მსროლელ დივიზიებს, მონაწილეობდა ქერჩის, სიმფეროპოლის და სევასტოპოლის განთავისუფლებისათვის ბრძოლებში. ომის შემდეგ მსახურობდა ვოლგისპირეთის, დონისა და შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქებში. 1956 წლიდან თადარიგში იყო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება